ალონსო: „ახალ სეზონს კარგი განწყობით ვხვდებით“

ჩაბი ალონსო გუნდთან ერთად ლოს ანჯელესშია და ახალი სეზონისათვის ემზადება.ბასკმა ფეხბურთელმა Adidas-სს მისცა ინტერვიუ.


„ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს.რაც შეეხება გუნდს, ბიჭები ინტენსიურად ვარჯიშობენ, რათა სათანადოდ მომზადებული შეხვდნენ სეზონს.“

„ვფიქრობ, დიდებული ახალწვეულები გვყავს.იმედია, მათი შემოერთება მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება.რაც მთავარია, მწვრთნელს ფართო არჩევანის საშუალება აქვს.“

„ზიდანს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი.მის წინააღმდეგაც მითამაშია და ვფიქრობ, რომ ახლა მისი ყოფნა ჩვენს გვერდით, სტიმულია ყველასათვის.კარგად მოგვეხსენება, მისი მიღწევებისა და შესაძლებლობების შესახებ.“

„სეზონს ყოველთვის დიდი მოლოდინით ვიწყებთ.სამეფო კლუბში თითოეული მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამიტომაც ყოველთვის მოგების სურვილით გამოვდივართ მოედანზე.შემადგენლობაშიც კარგი განწყობა სუფევს.“

„არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.მხოლოდ ერთს გეტყვით, მომწონს, როდესაც ბურთი სწრაფად მოდის ჩემთან და ამის შემდეგ გრძელ გადაცემას ვაკეთებ.“

„ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჩოგბურთი.არდადეგების დროს, ახლაც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ.“

„პროფესიონალური ფეხბურთის თამაშის მსურველებს იმ რჩევას მივცემდი, რომ მოვლენებს ნუ დააჩქარებენ და ყველაფერი ეტაპობრივად გააკეთონ.არ არის საჭირო საკუთარ თავზე დიდი ზეწოლის მოხდენა.იმუშავეთ ბევრი, რათა საწადელს მიაღწიოთ.“

realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)