რაულის პრეს–კონფერენცია

"მადრიდის რეალის" კაპიტანმა რაულ გონსალეს ბლანკომ , დღეს შუადღისას გამართულ პრეს–კონფერენციაზე მადრიდისტებს მოუწოდა დაევიწყებინათ ის, რაც მოხდა კოპა დელ რეის თასზე და მომავლისკენ გაეხედათ.


იყო თუ არა, გუშინდელი შედეგი ფიასკო?

ნათელია და ადვილი დასანახია, რომ კლუბი ისე არ გამოსულა და კლუბს ისე არ უთამაშია, როგორც ამას მისგან მოითხოვდნენ. ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ჩვენთვის და თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს მარცხი და მომავლისკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა. იმედი მაქვს, რომ რაც მოხდა ის იქცევა ერთგვარ მუხტად ჩვენთვის და შევძლებთ ისეთი თამაშის ჩვენებას, როგორსაც ჩვენგან ითხოვენ. მე მჯერა, რომ ამ შემადგენლობას ბევრის მიღწევა შეუძლია.

იყო თუ რა ეს ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი მატჩი თქვენთვის?


გუშინ ჩვენ ძალიან მოტივირებულნი გამოვედით მოედანზე, მაგრამ ვერ შევძელით სწრაფი გოლის გატანა. „ალკორკონმა“ თავისი თამაში ითამაშა. ეტყობა რაღაც გვაკლდა. ამის გამო ძალიან ვწუხვართ. ცუდად გამოვედით და ცუდი შედეგიც ვაჩვენეთ.

უკვე ოთხი თვე გავიდა. რაა იმის მიზეზი, რომ კლუბი კვლავინდებურად ცუდად ასპარეზობს?

ახალი პროექტი წამოიწყეს კლუბში და დასაწყისიდანვე ძალიან ძნელია ყველაფერმა უმაღლეს დონეზე იმუშაოს. ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც ნელ–ნელა უფრო და უფრო პროგრესირებს. ჩვენთან ბევრი ახალი ფეხბურთელია, რომელთაც ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. ვიცით, რომ უკეთესად ასპარეზობა შეგვიძლია, ამიტომაც აუცილებელია უფრო მეტი დატვირთვით ვიმუშაოთ.

პირადად როგორ გრძნობთ თავს? თქვენ ძალიან სერიოზულად გამოიყურებით...

როცა ისეთი დღე მოვა, რომ მე არ ვიქნები ცუდ ხასიათზე სათამაშო დროის უქონლობის გამო, მაშინ გპირდებით , რომ „პენსიაზე გავალ“. არანაირი პრობლემა არაა. მე ვიცი, რომ ეს წელი ჩემთვის კარგი იქნება ყველანაირად და ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც მე მინდა. როგორც რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, მთლიანობაში აღებული კლუბი უფრო მნშვნელოვანია, ვიდრე პირადად ჩემი თავი და ამბიციები. შეგიძლიათ დამიჯეროთ, რომ იმის მერე, რაც გუშინ მოხდა, მთელი ღამე არ დამძინებია.

რას იტყვით პელეგრინზე?

თავის ისტორიის განმავლობაში „მადრიდის რეალს“ ბევრი რამე გადახდენია თავს, როცა საქმეები ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, მაშინ აუცილებელი არაა ყველაფერი ერთ ადამიანს დავაბრალოთ. ეს ყველა ჩვენგანის ბრალია. ჩვენ კვლავინდებურად ვენდობით მწვრთნელს და გვჯერა, რომ მისი მუშაობა სათანადო შედეგს გამოიღებს. მას შეუძლია დაგვარწმუნოს საკუთარი იდეების სისწორეში. გუშინ პუბლიკა უკმაყოფილო იყო და ეს მარტო მწვრთნელს არ ეხებოდა. ამაში დამნაშავე თითოეული ჩვენგანია.

ფიქრობთ თუ არა, რომ კლუბის თავს რაღაც უცნაური ხდება? ჯერ იყო და გუტისთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა, ამას შემდგომში სერხიო რამოსის სიტუაციამაც გარკვეულ გაუგებრობაში დატოვა გულშემატკივრები, ერთადერთი ვისაც რამის ახნსა შეუძლია, ეს თავად ფეხბურთელები არიან...

არა. ჩვენ აბსოლიტურად დაცულად ვგრძნობთ თავს კლუბის მხრიდან. სერხიო რამოსთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა და კლუბი ამის შესახებ აუცილებლად განაცხადებს და იტყვის, თუ რაც მოხდა. ეს უმნიშვნელო რამეებია. უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ კლუბი ისე ვერ თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს. ესაა ის პრობლემა, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც აუცილებლად უნდა გადავჭრათ ნებისმიერი ძალის ფასად. ვიმედოვნებ გაორმაგებული ძალისხმევით შევუდგებით მუშაობას, მას შემდეგ, რაც ჩვენი თანაგუნდელები დაბრუნდებიან.

რითი ახსნით იმას, რაც „ალკორკონთან“ მოხდა?

ზოგიერთი რამის ახსნა შეუძლებელია. ისინი ალკორკონში ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ, ხოლო გუშინ კი ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რაც უნდა გვეჩვენებინა. ჩვენ რომ გოლი პირველივე წუთებზე გაგვეტანა, მაშინ შეიძლება ეს პრობლემაც გადაგვეჭრა, მაგრამ ასე არ მოხდა და ამიტომაც იმატა აგრესიამ. ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. წინ ჯერ კიდევ შვიდი თვეა დარჩენილი.

რა გეგმები გაქვთ მომავალში?

მე მინდა , რომ ისევე გავაგრძელო ვარჯიში და თამაში, როგორც ამას 15 წლის განმავლობაში ვაკეთებდი. აუცილებელია სულ მუდამ იყო ოპტიმალურ ფორმაში, რომ როცა დრო დადგება კლუბს დახმარება აღმოუჩინო.


წყარო: Realmadrid,com

dle 10.1

  • shvela
  • 11 ნოემბერი 2009
  • 3793
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)