გალაქტიკო ათი წლის შემდეგ

ათი წელი გავიდა FourFourTwo-ს ყველაზე ვარსკვლავური გარეკნის გამოსვლიდან. იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალმა კვლავ გააერთიანა და შეკრიბა "გალაქტიკოსის" ცნობილი ოთხეული: რონალდო, ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი და ზინედინ ზიდანი.


გაჩერებული ვერცხლისფერი მანქანიდან მადრიდის ქუჩაში გადმოდის ზინედინ ზიდანი. აღებს რა კარს, ის იხდის ქუდს და გვესალმება ხელის ჩამორთმევით. იხდის რა პალტოს, ის დივანზე ჯდება. მის წინ დევს ჟურნალ FourFourTwo-ს 2003 წლის გამოშვება...ნუთუ მთელი ათი წელი გავიდა? როგორ მიქრის დრო. ფრანგი სიცილით იღებს ჟურნალს. აი ის, ერთგული მეგობრების გარემოცვაში: ფიგუ, რონალდო და რობერტო კარლოსი. უყურებს რა თავის სურათს, ზიდანი გაღიმებით ხაზს უსვამს საკუთარ ასაკს:

"მე დავბერდი, უფრო ნაკლები თმა მაქვს"


გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


ზიდანის გამელოტება ერთადერთი ცვლილება არაა ამ გასული ათი წლის მანძილზე. იმ დროს მასთან ერთად თამაშობდა მიჩელ სალგადო. ეხლა უკვე ორი წელია მას ჟურნალ FourFourTwo-ში თავისი სვეტი აქვს. ლუიშ ფიგუ სიცილით კვდება და ვერ იჯერებს ამას:

"თქვენ ხომ არ გაგიჟდით! გალელს (გალიციელს) მოკითხვა გადაეცით!"


იმ დღეს, 2003 წელს , ოთხი ფეხბურთელი სიუდად დეპორტივას ბაზაზე პოზირებდა ჟურნალის გარეკანისთვის. ეხლა იმ ადგილას, უკვე ოთხი ცათამბჯენია წამოჭიმული. მიწა გაყიდეს იმისთვის, რომ კლუბის 278 მლნ. ევროიანი ვალი დაეფარათ. ამ ცათამბჯენების ზედმეტსახელებია ფიგუ, ზიდანი, რონალდო და ბექჰემი.

ეხლა კლუბი იმ ოთახიდან, სადაც ზიდანი ზის, რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით ვარჯიშობს. კლუბის ამჟამინდელი ბაზა ვალდებაბასზეა, რომელიც ბარახასის აეროპორტიდან არც ისე შორს მდებარეობს. ზიდანი ჩვენთან სწორედ იქიდან მოვიდა. ზინედინი სამწვრთნელო კარიერისთვის ემზადება, ამავდროულად პარალელურად მუშაობს პრეზიდენტის მრჩევლად. ყოველ საღამოს ზიდანი დადის "მადრიდის რეალის" ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს. ის გვარწმუნებს, რომ აკადემიაში ბევრი ნიჭიერი ბიჭია.

გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


კიდევ ერთი შეხედვა გაზეთზე და მორიგი გაღიმება:

"მე ბედმა გამიღიმა და მქონდა ბედნიერება მეთამაშა ასეთ ფებურთელებთან. ისინი დიდებული ფეხბურთელები და კარგი მეგობრები იყვნენ. მათთან მე რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, ვიმყოფებოდი რა ამ დროს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში"


ათი წლის შემდეგ ჟურნალი FourFourTwo აწყობს ძველი მეგობრების შეკრებას იმისთვის, რომ გაიგოს, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და გაიხსენონ ძელი დრო და თუ ვნახავთ ამ ოთხეულის გამონათქვამებს და სიტყვეს, თუ როგორ იხსენებენ ისინი ძველ დროს, მივხვდებით, რომ ის უქმად არ დაკარგულა.

გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


იმისთვის, რომ ეს ოთხეული შეგვეკრიბა, ჩვენ მართლაც მთელი დედამიწა შემოვიარეთ. რობერტო კარლოსთან ინტერვიუ თავიდან დაგეგმილი იყო რუსეთში, შემდეგ ბრაზილიაში, შემდეგ შემდეგ ესპანეთში, საბერძნეთში და ბოლოს როგორც იქნა, საბოლოოდ კვლავ მადრიდში. თვითონ მადრიდშიც ხშირად იცვლებოდა გეგმები: თავიდან შეხვედრა დავგეგმეთ მის სახლში, ხოლო შემდეგ კი სასტუმროში.

ერთხელ რობერტომ შეხვედრა გადადო და ეს ახსნა იმით, რომ სიმ-კარტა ვანაში დაკარგა. ეს ინფორმაცია რომ გაიგეს მისმა ყოფილმა თანაკლუბელებმა, ყველას მეგობრულად გაეცინა:

"ეს გავს რობერტო კარლოსს. მისი დაჭერა საკმაოდ რთულია, ის ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ასე იყო მოედანზე და ასე ხდება ცხოვრებაშიც."


ცხოვრება ბენი ჰილზე გამოცხადებული ცნობილი დევნის სტილში.

ოთხეულიდან სამმა ინტერვიუს ჩაწერა სწორედ მადრიდში ისრუვა-ქალაქში, რომელშიც მათ საუკეთესო წლები გაატარეს. ეს სასიამოვნოა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ არცერთი მათგანი ესპანელი არ არის. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ზიდანი და ფიგუ კვლავ მადრიდში ცხოვრობენ. ზიდანს მოსწონს ადგილობრივი კლიმატი და ესპანური სული: კეთილი, მხიარული და ცხოვრებით სავსე. ხოლო რობერტო კარლოსს კვლავ აქვს სახლი მადრიდში. ის აქ არც ისე დიდი ხნის წინ გამართულ კლასიკოზე იყო ჩამოსული, ის კვლავ ვახშმობს თავის საყვარელ რესტორნებში, მიუხედავად იმისა, რომ ის "ანჟიში" მუშაობს, მის საყვარელ კერძად კვლავ რჩება ადგილობრივი ვიჩინა. გულშემატკივრებს შორის რობერტო კარლოსი კვლავ ითვლება იდეალარ, რის გამოც ის მათ მადლობას უხდის.

ამის შემდეგ დადგა რონალდოს ჯერი. შეხვედრა სასტუმრო "კენსიგტონში" შედგა, სადაც ბრაზილიელი ჩვენ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით შეგვხვდა. ის ჩინეთში სამოგზაუროდ ემზადება:

"მე გოლფს ვითამაშებ მაიკლ ფელპსთან და ნბა-ს ყოფილ ვარსვლავთან - იო მინომთან."


კიდევ ერთი მორიგი დადასტურება გალაქტიკოსის დიდებია-მთელი ინტერვიუს მანძილზე მასთან მუდმივად მოდიოდნენ ავტოგრაფების ასაღებად. ბოლოს თვლაც კი აგვერია. როცა დავასრულეთ და რონალდო გადიოდა ოთახიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგეთ შემდეგი სიტყვები:

"ღმერთო ჩემი!"


ეს მორიგი გულშემატკივარი შემთხვევით შეხვდა მის კუმირს.

გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


რას ნიშნავდა გალატკოსის ნაწილად ყოფნა?

"ეს რაღაც განუმეორებელი და წარმოუდგენელი იყო"
-გვპასუხობს რონალდო

"დიდებული დრო"
- ამატებს რობერტო კარლოსი

"კარგი მოგონებები"
-აგრძელებს ფიგუ

"დიდებული დრო. მე ვუყურებ ამ სურათს და ვიხსენებ იმ ატმოსფეროს და ჩვენს მეგობრობას. დაგვაკვირდით და შეგვხედეთ: ჩანს, რომ ყველა იცინის"
-აჯამებს ზიზუ.

ასეც იყო...ფოტოსესიის დროს სამივე იცინოდნენ. ფოტოგრაფი ფილიპსი ძნელად ახერხებდა სასურველი კადრის დაჭერას. როგორც ყოველთვის, რონალდო მთავარი იუმორისტი იყო. ერთხელ სტივ მაკმანამანმა მას გადარეული უწოდა. ფიგუ აგრძელებს:

"ყველაფრის შემდეგ, ჩვენ დაგვრჩა ეს მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დედამიწის სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებით."


ლუიში და ზიდანი ხშირად ხვდებიან მადრიდში. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ და მათი მეუღლეებიც უკვე დამეგობრდნენ. ისინი ერთად დადიან სავარჯიშო დარბაზში, მაგრამ ზიდანი აღიარებს, რომ ბოლო დროს შეეშვა ვარჯიშს. რობერტო კარლოსი კი რონალდოს საკუთარ ძმად მოიხსენიებს.

გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


რონალდო აცხადებს:

"ზიზუ და მე ათი წელი ყოველწლიურად ვატარებდით საქველმოქმედო შეხვედრებს, როცა მე მადრიდში ვარ, ყოველთვის ვსტუმრობ კლუბს. ჩემთვის ყველაფერი ზღაპარს გავდა და მე დღემდე მასში ვცხოვრობ"


რაც შეეხება რობერტოს, ის მუდამ ტყვიასავით ბრუნავს. მას მუდამ სადღაც ეჩქარება, ყოველთვის რაღაც ავიწყდება და არ პასუხობს ზარებს. მას არ ავიწყდება მეგობრები, უბრალოდ რობი მუდამ ასეთი იყო და იქნება.

"ჩვენ კარგად გავატარეთ დრო. ჩვენი გუნდი მთელი ეპოქა იყო"
-ამატებს ფიგუ

ასეთი უდიდესი გუნდი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, შეიძლება აწი არც კი იყოს. გუნდში უიკვე იყვნენ რობერტო კარლოსი, რაული და ფერნანდო იერო. იკერ კასილასი კი იწყებდა გამონათებებს პირველი კლუბის შემადგენლობის სიაში.

რობერტო კარლოსი იმ დროს "პრე-გალაქტიკოს" (და პრე-კასილასის) ერას უწოდებს. იდგა 1998 წელი, "მადრიდის რეალმა" მოახერხა და მოიგო დიდხანს ნანატრი მე-7 ჩემპიონთა თასი:

"ჩვენ "იუვენტუსის" წინააღმდეგ გვიწევდა თამაში და ისინი ითვლებოდნენ ფავორიტებად. განსაკუტრებული გრძნობდა გვეუფლებოდა მაშინ, ვინაიდან ხალხი მოიესწრო დიდებული მოგების დაბრუნების დღეს (32 წლის შემდეგ)"


ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა და ეს იმ მოვლენების გამო. ეხლა "მადრიდის რეალი" კვლავ იბრძვის უმთავრესი ტიტულისთვის. "თეთრებმა" კვლავ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა 2000 წელს. იმ გუნდში თამაშობდა მორიენტესი, მაკმანამანი და რაული, რომლებმაც "ვალენსიას" წინააღმდეგ ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების გოლები გაიტანეს.

იმავე წელს ზაფხულში ფლორენტინო პერესმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და მაშინვე დაიწყო კლუბსი გარდაქმნა. წლიდან წლამდე კლუბი ივსებოდა მორიგი სუპერ ვარკსვლავებით. უძლიერეს კლუბი შევსებას უძლიერესი ფეხბურთელებით იღებდა. ისე ჩანდა, რომ ვიღაცამ ჩაწერა კოდი «Football Manager»-ის თამაშში და დაიწყო ყველა ვარკსლვავის ერთ კლუბში თავმოყრა.

FourFourTwo-თან ინტერვიუში იმ შემადგენლობის კაპიტანმა ფერნანდო იერომ განაცხადა:

"ხუთი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ათეულიდან, ჩვენთან თამაშობს"


და ის მართალი იყო

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები "მადრიდის რეალში" უნდა თამაშობდნენ"
-გამაოცხადა ფლორენტინო პერესმა.

ასეც გამოვიდა. იმ დროს "მადრიდის რეალმა" იყიდა ფიფას ვერსიით საუკეთესო ექვსი ფეხბურთელიდან ხუთი. ძნელი დასაჯერებელია ბაზარზე ასეთი მონოპოლია. მაშინ სიმბოლურ შემადგენლობა მუდამ ივსებოდა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებით. 2002 წელს, კლუბის ასი წლის იუბილეზე, "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე მსოფლიოს 11 საუკეთესო ფეხბურთელი გამოვიდა. ყველა მათგანი "რეალის" თეთრ ფორმაში იყვნენ. თამაშის დაწყებამდე პლასიდო დომინგომ შეასრულა კლუბის ჰიმნი. შემდეგ "მადრიდის რეალი" შეხვდა რომის პაპას, გაეროს წარმომადგენელს და ესპანეთის მეფეს. ცნობილი კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი ჩამოსული იყო საკალათბურთო კლუბთან შესახვედრად. აბსოლიტურად ყველას სურდა იმ კლუბის ნახვა, რომელსაც შემდეგ მონათლავენ, როგორც "გალაქტიკოსს".

შეუძლებელი იყო მღელვარების დაფარვა, იმ გრძნობის, რომელიც გეუფლება მაშინ, როცა მოვლენების ეპიცენტრში იმყოფები. ყოველდღე ასობით გულშემატკივარი მოდიოდა ვარჯიშებზე და ცდილობდნენ თავიანთი კუმირების ავტოგრაფის მიღებას.

"დიახ, ეს განუმეორებელი იყო. ყველაფერი წარმოუდგენლად დიდ მასშტაბებში ხდებოდა"
-აღნიშნავს ფიგუ.

" "მადრიდის რეალმა" მე ცნობილად მაქცია. ეს ყოველთვის არ იყო კარგი-ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო და განსაკუთრებით ზომაზე ბევრ ყურადღებას გვაქცევდნენ, მაგრამ საერთო ჯამში, სასიხარულო იყო. ჩვენი ჩვეულებრივი საღამო? ჩვეულებრივარ ჩვენ ერთმანეთთან სტუმრად მივდიოდით. ყოველთვის ვასწყობდით საშინაო ცეკვებს, ვინაიდან ჩვენ არ შეგვეძლო გარეთ გასვლა. ძალიან ბევრი პაპარაცი გვითვალთვალებდა. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ქალები. ძირითადად ჩვენ მაშინ დაუოჯახებლები ვიყავით. გვინდოდა მხიარულება, მაგრამ "მადრიდის რეალში" თამაშის სურვილი უფრო დიდი იყო. ასე რომ ზღვარს არასდროს გადავდიოდით"
-აცხადებს რობერტო კარლოსი

მიჩელ სალგადომ გაიხსენა:

"მოედანზეც მხიარულება იყო. ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდიოდით, ვფიქრობდით: რა სურპრიზები მოამზადა კლუბმა?"


"მე იმ კლუბის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. მეტოქეს შეეძლო ორი, სამი გოლის გატანა... ეხლა ბევრი იტყოდა ასეთ დროს, რომ ჩვენ წავაგებთ, მაგრამ მაშინ ჩვენთან ასეთი რამ არ ხდებოდა. No pasa nada. მათ გაგვიტანეს ორი? ჩვენ სამს გავიტანს, ძალიან კარგი სიტუაცია იყო"
-იხსენებს ზიდანი.

რობერტო კარლოსმა გადაწყვიტა ჩვეულებრივი ენით აეხსნა ჩვენთვის:

"ჩვენ ბავშვებივით ვიყავით. ერთად ვთამაშობდით და ცხოვრებით ვტკბებოდით. ანალოგიურად ფიქრობდნენ და იგივეს გრძნობდნენ გულშემატკივრებიც. მე მიყვარს ჩვენი გულშემატკივრები. გუშინ მე ჩამოვედი კლასიკოზე და გულშემატკივრებმა მთხოვეს უფრო ხშირად ჩამოვსულიყავი, მაგრამ მე ხომ თითქმის ყოველთვის აქ ვარ!"


გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


რობერტო კარლოსი ცდილობდა თავისი თავი გამოეყვანა, როგორც ჩვეულებრივი მცველი, რომელიც არც ისე კარგი იყო, როგორც "ს ბიჭები". თქვა რა, რომ შემტევ შემადგენლობას მუდამ ჭირდება სწრაფი და ძლიერი მცველი, მან ორი სიტყვა გამოიყენა: "სტაბილური" და "შედეგიანი". მაგრამ ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ იმ გუნდის მარცხენა მცველი მოედნის ყველა ნაწილზე იყო. არ აკეთებდა ის რამე განსაკუთრებულს? კვლავ ააცილეთ, რობერტო. კარლოსი მონსტრი იყო, დიდი ფეხებით, რომელიც დაუნდობლად დააბოტებდა მთელს მოედანზე.

გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


სტიმ მაკნანამანმა ერთხელ იხუმრა, მოიხსენია რა რობერტო კარლოსის ფეხები "დეფორმირებულად". ის მართალი იყო.

"მე ყოველთვის მუსკულისტი ვიყავი. მადრიდში ჩემი ფეხები უფრო დიდი გახდა, იმიტომ რომ მე უკეთესად მეთამაშა. ამის გამო, მას შემდეგ შარვლებს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური შეკვეთით ვყიდულობ. ადრე ვყიდულობდი და ვნატრობდი, რომ შიგნით ჩავტეულიყავი"
-სიცილით იხსენებს რობერტო.

გალაქტიკო ათი წლის შემდეგ


ყველანი მეგობრულად თანხმდებიან იმაზე, რომ იმ კლუბში საუკეთესო ზიდანი იყო. რობერტო კარლოსი იხსენებს:

"ზიდანს საუკეთესოდ ერთადერთი ვინმე არ თვლიდა და ეს თავად ზიდანი იყო. ამის გამო მას ყოველთვის დავცინოდით. ის იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც იმ თაობის საუკეთესო ფეხბურთელად თავის თავს არ თვლიდა."


დავიდ ბექჰემი არ გახდა გამონაკლისი. ყველა კითხვაზე, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს ეხებოდა, ის მუდამ პასუხობდა:

"ზიდანი-საუკეთესოა"


რონალდოც ეთანხმება:

"ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მას ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა. მისი ბურთის ფლობა განუმეორებელი იყო. ის საუკეთესო იყო იმათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია."


ხოლო ნომინაციაში "ყველაზე ნიჭიერი" გამარჯვება მოიპოვა რონალდომ, რაც დაადასტურა რობერტო კარლოსმა და ზიდანმა. პოლიტკორექტული ქება შეწყვიტა ფიგუს მიერ ნათქვამმა ფრაზამ:

"რონალდო! დიახ, მას ვარჯიშიც კი არ ჭირდებოდა! ის ისე კარგი იყო, რომ ის ამაზე დიდად არც დარდობდა".


ზიდანი ფიგუს ეთანხმება:

"ხდებოდა ისე, რომ ის არ ვარჯიშობდა, მაგრამ რონალდო ისეთ ნიჭს და ხასიათს ფლობდა, რომ ამის წინააღმდეგი არავინ არ იყო. მახსოვს ერთი მატჩი, როცა პრეზიდენტი მოვიდა რაღაც მნიშვნელოვანი საკითხით და უთხრა მას: "რონი, შეგიძლია უფრო მეტი ირბინო?" მან უპასუხა: "პრეზიდენტო, მე თქვენ გოლების გატანის გამო მიხდით ფულს და არა სირბილის გამო." შემდეგ ის გადიოდა მოედანზე და გოლი გაჰქონდა. ასეთი რამ მხოლოდ მას შეეძლო. ყველას კი არ შეუძლია პრეზიდენტთან ასე დალაპარაკება. ის ყველას მართავდა. ასეთი იყო მისი ხასიათი. სწორედ ამით იყო ჩვენი გუნდი ცნობილი, რომ ჩვენთან ყველანი პირდაპირი იყვნენ."


ეხლაც ყველაფერი მასეა. რონალდო კვლავ ისევ მორიდებულად, სამართლიანად და მიმზიდველად იქცევა. ფიგუ დაჟინებით ამბობს, რომ რონალდო ძალზე ჭკვიანია. ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. მაშინვე ჩანს, რომ დიდ ღიმილს უკან სრულიად სხვა დიდი რამე იმალება. ის ეხლა კარგად ლაპარაკობს ინგლისურად და ნამდვილი ბიზნესმენი გახდა. რაც ყველაზე მთავარია-ის უფრო დაკვირვებული გახდა. ადრე, როცა თამაშობდა, მატჩის დროს ნამდვილი ბავშვი იყო, რომელიც ფეხბურთით ტკბებოდა.

"ყოველდღე ის სრულად ვცოხვრობდა"
- ამბობს ფიგუ.

სტიმ მაკმანამანმა ბრაზილელს მთავარი ხუმარა უწოდა გუნდში. საპასუხოდ რონალდომ გადაიხარხარა:

"ხუმარა? ამ ისტორიას მე მიჩელის კალმისთვის შევინახავ. მაგრამ არის მეორე ისტორიაც, რომელიც ჩემს მეგობარსა და გოლს პარტნიორ მაკს (სტივ მაკმანამანის ზედმეტსახელი) ეხება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ლიგა მოვიგეთ პირველად (2003), ჩვენ აღსანიშნად წავედით. ვსვამდით, ვჭამდით და ვცეკვავდით. მომდევნო დილას 9 საათზე ჩვენ მერიაში უნდა წავსულიყავით ოფიციალურ ღონისძიებაზე. იქ იყვნენ ყველანი... მაგრამ იცით იქ ვინ გვაკლდა? ჩვენ ორი კვლავ დავდიოდით , ვერთობოდით და აღვნიშნავდით მოგებას!"


პირველი ნაწილის დასასრული.
dle 10.1

  • shvela
  • 4 აგვისტო 2013
  • 5663
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)