აბრამოვიჩი ხედირასთვის 20 მილიონს ამზადებს

ინგლისში გავრცელებული ჭორების მიხედვით, რომან აბრამოვიჩი დარწმუნდა, რომ ლონდონის ჩელსის სამი ხედირა სჭირდება, გერმანელს რეკომენდაცია მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გაუწია, რუსი ოლიგარქი ორჭოფობდა, მაგრამ როგორც ჩანს დარწმუნდა, რომ ნახევარმცველი არისტოკრატთა რიგებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს...


ჟოზე მოურინიოს აზრით ნახევარდაცვის ცენტრს გერმანელი შუახაზელი დაამშვენებდა, პორტუგალიელი შიშობს, რომ სეზონის მანძილზე ახლანდელი რესურსი არ ეყოფა, აქედან გამომდინარე ამჯობინებს ხედირას ყიდვას, რომელთანაც წლების მანძილზე აქვს ნამუშევარი და იცის თუ რას წარმოადგენს ხსენებული ფეხბურთელი, ამ მოთამაშემ პორტუგალიელი მწვრთნელის ხელში მართლაც ბევრი რამ ისწავლა და მეტისმეტად დაიხვეწა, ჟოზე მას უდიდეს ნდობას უცხადებდა უმნიშვნელოვანეს თამაშებში, თავის მხრივ არც მოთამაშე უცრუებდა იმედებს დამრიგებელს.

Daily Star-ის ცნობით რომან აბრამოვიჩი ფლორენტინო პერესს საქმიანი წინადადებით მიმართავს, რუსი ოლიგარქი მზად არის ესპანელ პრეზიდენტს 20 მილიონი ევრო შესთავაზოს, ხედირასთან კი კონტრაქტის პირობები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შეთანხმებული, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონში გერმანელი მოთამაშე შედარებით მეტ გასამრჯელოს მიიღებს, ვიდრე ამ ეტაპზე სამეფო კლუბში იღებს.

მას შემდეგ, რაც გუნდში ილიარამენდი, ისკო და კასემირო მივიდნენ, ფაქტია, რომ სამის ძალიან გაუჭირდება მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობა, ლონდონში კი მას ამის პრობლემა ფაქტობრივად არ ექნება, აქედან გამომდინარე შესაძლოა ეს წინადადება მიმზიდველი გახდეს მოთამაშისთვის. კარლო ანჩელოტი ამ ეტაპზე შემადგენლობის დალაგების პროცესშია, მას ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვს თუ ვის ათამაშებს სასტარტოში და ვის დასვამს სათადარიგოთა სკამზე, ასევე ბუნდოვანია ჩაბი ალონსოს სიტუაცია, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს და დაბრუნების თარიღი მუდმივად მერყეობს. dle 10.1

  • Hala
  • 1 აგვისტო 2013
  • 1418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)