კოენტრაო: "ინგლისში თამაში არ მსურს"

მას შემდეგ, რაც ხმები დაირცხა გარეთ ბეილის ტრანსფერის დასრულების შესახებ, პრესა აჭრელდა ფაბიო კოენტრაოსთან და ანხელ დი მარიასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, პორტუგალიელს და არგენტინელს ტოტენჰემს უკავშირებდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით ფაბიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისში თამაში ნამდვილად არ სურს...


„ვერ გეტყვით დავრჩები თუ არა მადრიდის რეალში, თუმცა ჩემთვის არავის უთქვამს წადიო, მადრიდში ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ დიდი კონკურენციის მიუხედავად შემიძლია ძირითადი შემადგენლობისთვის ვიბრძოლო. არაფერი გამიგია ბეილის შესახებ, უბრალოდ პრესა და ტელევიზიებია გადატვირთული იმ ინფორმაციებით, რომ მე ტოტენჰემში გამიშვებენ, ამის შესახებ არც ჩემთვის და არც დი მარიასთვის არავის არაფერს უთქვამს და მინდა გითხრათ, რომ მშვიდად ვარ.“

„ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია, მან გუნდში მოსვლის დღიდან თქვა, რომ არცერთი ფეხბურთელი არ არის პრივირეგილებული და ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს, იტალიელი თითოეულ ფეხბურთელთან ინდივიდუალურ ურთიერთობას ამყარებს და კოლექტივის ერთ მუშტად შეკვრას ცდილობს, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს, რომელსაც რაღა თქმა უნდა „ბლანკოსის“ წინსვლას მოახმარს.“

„სამეფო კლუბს გრძელვადიანი მიზნები აქვს დასახული, რომლის შესრულებასაც აუცილებლად დაჭირდება დრო, თუმცა ვერ გეტყვით რამდენ ხანში განხორციელდება თავიდან ბოლომდე ის პროექტი, რაც უკვე ჩაფიქრებულია, ეს შესაძლოა მომდევნო სეზონშიც მოხდეს, შესაძლოა 2 წლის შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ „ბლანკოსი“ უახლოეს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო გუნდად იქცევა და ეს მხოლოდ 1 წლის მანძილზე არ იქნება, მადრიდული გუნდი წლების მანძილზე იდგება მწვერვალზე, ამაშნ ნამდვილად დარწმუნებული გახლავართ.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 აგვისტო 2013
  • 1469
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)