ანჩელოტი: „თავდასხმელს არ ვსაჭიროებთ“

ამერიკული ტურნეს ფარგლებში, კარლო ანჩელოტიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა.


- ელოდებოდით ასეთ კონკურენტუნარიან შემადგენლობას?
- ეს ნორმალურია.გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმულია თავდაუზოგავი მუშაობისთვის.სეზონი საკმაოდ გრძელია და აქედან გამომდინარე, ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

- „რეალს“ ჭირდება ბეილი?
- ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს - თავისი ხარისხით, გამოცდილებითა და ახალგაზრდული სულით.ჩემთვის რთულია ბეილზე საუბარი, რამეთუ ამ მომენტისათვის, სხვა გუნდში ირიცხება, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.კმაყოფილი ვარ გუნდითა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოებით.

- არსებობს იმის შანსი, რომ ბეილის ტრანსფერში მოდრიჩი ჩაერთოს?
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.უკლებლივ ყველა მოთამაშე ბედნიერია „რეალში“ ყოფნით და მათი სურვილია მადრიდის ღირსების დაცვა.ლუკა მნიშვნელოვანი ფიგურიაა ჩვენთვის და დანამდვილებით გეტყვით, რომ მომავალ სეზონს „თეთრ“ მაისურში გაატარებს.

- რას გვეტყვით წინასასეზონო მომზადებაზე?
- ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან.კარგია, რომ სერიოზულად შევუდექით ახალი სეზონისთვის მზადებას.ამ მომენტისათვის, ილიარამენდის, ალონსოსა და ვარანის დანაკლისს განვიცდით, თუმცა მათი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ისინიც მალე შემოგვიერთდებიან.ფაქტიურად, პრობლემების გარეშე ვმუშაობთ.

- გისაუბრიათ ბეილთან?
- არასოდეს მისაუბრა გარეთთან და ზოგადად, სხვა გუნდის მოთამაშეებთან არ მჩვევია დიალოგები.

- როგორ დასრულდა ბეილის საგა?
- ახალი არაფერია.კლუბი მოლაპარაკებებშია ჩართული და გამოსვლის ძიებაშია.შეგიძლიათ, ამ სიტყვებს სიახლის სტატუსი მაორგოთ.

- ლევანდოვსკი „რეალის“ ობიექტივშია?
- რობერტი დიდებული შემტევია, მაგრამ ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო გოლეადორი - კრიშტიანუ რონალდუ.ამასთანავე, გუნდში ირიცხებიან კარიმ ბენზემა, ალვარო მორატა და ხესე.ვფიქრობ, თავდასხმელს არ ვსაჭიროებთ.

- როდის დაბრუნდება ჩაბი?
- მას საკმაოდ სერიოზული ტრავმა აწუხებდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მალე სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.

- კრიშტიანუს ახალ პოზიციას უმზადებთ?
- რონალდუ მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც მწვანე მინდორზეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პოზიციას შევუცვლით.ამასთანავე, ხმები, რომ ის დაცვაში საჭიროებს თამაშის გაუმჯობესებას, სინამდვილეს არ შეესაბამება.მისგან მხოლოდ მზადყოფნას ვითხოვთ მაშინ, როდესაც ბურთი „რეალს“ აქვს

- სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ იქნება მატება?
- ახალი ფეხბურთელების დამატებაზე არ ვფიქრობთ.ახლა ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ.

- რა უნდა ქნას კაკამ იმისათვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნოს?
- რიკარდო სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს.დარწმუნებულნი ვართ, მალე აღიდგენს ფორმას.მას დრო ჭირდება.

- „გალაქსის“ შესახებ, ბექემისგან მიიღეთ რაიმე სახის რეკომენდაცია?
- დევის შევხდი, თუმცა მის ყოფილ კლუბს არ გვისაუბრია.ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა.

as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)