პელეგრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინმა გუშინდელ მატჩთან დაკავშიებით კომენტარი გააკეთა.


"ხალხმა გამაკრიტიკა და არ მოეწინათ, როდესაც მე ლასი გავიყვანე. იგი მართლაც შესანიშნავად თამაშობდა და გუნდის დახმარებას ცდილობდა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ლასანას დასვენება სჭირდებოდა, რადგან ტრავმის საშიშროება არსებობდა."

"გუშინ ფეხბურთელებმა ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს, თუმცა იღბალი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. პირველ ტაიმში ბურთს სრულიად ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმიც ასევე დაიწყო. ჩვენ ვუტევდით, თუმცა მეკარემ გოლის გატანის უფლება არ მოგვცა. საბლოოდ ვანდერ ვაარტმა მაინც მოახერხა გოლის გატანა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამოდენიმეჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა."

"ყველას შეუძლია გამაკრიტიკოს, რადგან "სეგუნდის" კლუბთან წაგება აუხსენლი ფაქტორია. ყველაფერი დამთავრდა და ახლა ისღა დაგვრჩენია მომავალზე ვიფიქროთ. ეს სეზონის დასაწყისია და კრიტიკოსების კითხვებს სეზონის ბოლოს ვუპასუხებ."

"მე ძალიან ნაწყენი ვარ შედეგით, რადგან ჩვენ არ გვეკადრებოდა ასეთი ფინალი. მაგრამ ეს ის სპორტია სადაც ყველაფერი ხდება."

"ვან ნისტელროი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც კარგად იცის რა სჭირდება გუნდს. იგი უკვე ორი თვეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვერ გამოჯანმრთელდება, თუ არ ითამაშებს."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 11 ნოემბერი 2009
  • 2118
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)