ტომას რონსერო: "მიესალმეთ კანტერას!"

ყველასთვის ცნობილია, რომ როცა "მადრიდის რეალს" "ლიონი" უპირისპირდება, "თეთრებს" ყველაფერი ხელიდან ეცლებათ: რაღაც მისტიკური ძალის გავლენით, კლუბმა, რომელიც არც თუ ისე დიდი საფეხბურთო მიღწევებიტა და ტიტულებით მოიწონებს თავს, ყველაზე დიდი პრობლემები შეუქმნა თავის დროზე "მადრიდის რეალს". სწორედ "ლიონი" გადაეღობა სამჯერ "მადრიდის რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე. გუშინდელ შეხვედრაშიც თავიდან ისე ჩანდა, რომ "ლიონის წყევლისგან" ვერსად გაიქცეოდა კლუბი, მაგრამ კაზემიროსა და ალვარო მორატას წყალობით შეძლო თამაშის გადარჩენა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კაზემირო, რომელიც ყოველ ახალ მატჩში უფრო და უფრო ამტკიცებს თავის სიძლიერეს. ვინ იცის, იქნებ ყველა სხვა გავრცელებულ და ნაწინასწარმეტყველებ ნახევარმცველებს შორის, სწორედ მან ითამაშოს ნახევარმცველად.


ბენზემას სიტუაცია

ფრანგი ფეხბურთელის უდიდე ტალანტზე საუბარი ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდ გაღიზიანებას იწვევს - ტალანტის დემონტსრირებას უნდა ახდენდე მუდამ და არა ღრმა თადარიგში ინახავდე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბენზემა მოედანზე ყოველგვარი მონდომებისა გარეშე გამოდის , მის მოქმედებებს აკლია მოქნილობა და აქცენტირებულობა, ამიტომაც კარლო ანჩელოტის დავალებაა - გააღვიძოს ფრანგ ფეხბურთელში მონდომება და მოახდინოს მისი საბრძოლოდ მოტივირება. ბენზემას უნდა ესმოდეს, რომ ისეთ კლუბში, როგორიც "მადრიდის რეალია" სასტარტო შემადგენლობაში მას ადგილი გარანტირებული არ აქვს, მიუხედავად გონსალო იგუაინის წასვლისა , ვინაიდან აქ ხომ მუდმივად განვითარებადი და მზარდი პოტენციალის მქონე ალვარო მორატა გამოდის და თამაშობს და საერთოდ, ეხლა ევროპულ ფეხბურთში ნამდვილად არაა კარგი თავდამსხმელების ნაკლებობა ისე, როგორც არასდროს და წამყვან კლუბებს აქვთ არჩევნის საშუალება. თუ კარიმ ბენზემა ამას სრულად ვერ გააცნობიერებს , მაშინ არც ისე შორეულ მომავალში ის შეიძლება თავდასხმაში კაკად იქცეს.

მუდამ კრიშტიანუ

და ის, ვინც არასდროს მოედანზე ზედმეტად არგ გამოიყურება - ეს კრიშტიანო რონალდუა. ის მუდამ იბრძოდა და მუდამ იქცევდა ყურადღებას. ეს მიხუედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის მიერ არჩეული სქემის მიხედვით (4-1-4-1) ის ცოტა უფრო სხვა ტიპის ფეხბურთელად იყო ქცეული. მიუხედავად ამისა, კრიშტიანუ მუდამ შეუჩერებელი იყო, ერთი სიტყვით - ლიდერადაა დაბადებული. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო წინა ამხანაგური შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე: მაშინ კრიშტიანუმ ასრულებდა რა საჯარიმო დარტყმას , შემთხვევით მოარტყა ბურთი 11 წლის ფეხბურთელს და მას ხელი მოსტეხა. ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ , კრიშტიანუმ თავის მსხვერპლს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელების ხელმოწერით მაისური აჩუქა და ასევე ის მომდევნო სეზონში "ბერნაბეუზე" ერთ-ერთ შეხვედრაზე დაპატიჟა. ასეთი საქციელები მართლაც რომ დადებითად მოქმედებს "მადრიდის რეალის" იმიჯის ზრდაზე.

ილარა? მოითმინეთ...

პირველ ორ ამხანაგურ შეხვედრაში "მადრიდის რეალის" შეტევების არქიტექტორმა ასე ვთქვათ , ვერ მოგვხიბლა... მაგრამ არ ღირს წინასწარი დასკვნების განოტანა და ასიერ ილარამენდის კარიერის ნური შაჰინის კარიერასთან შედარება - ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯერ კიდევ არ არის სავსებით ჯანმრთელი და ჯერ კიდევ არ აუკრეფია თავისი ოპტიმალური ფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიხილავთ სხვა ილარამენდის, მაგრამ , როგორც ჩანს, არის უკვე მხოლოდ ერთი ხაბი ალონსო...

პატარა სიხარული დიდი ტრაგედიის ფონზე.

გუშინდელმა შეხვედრამ მილიონობით მადრიდისტას სასიხარუო ინფორმაცია ამცნო: სამეფო კლუბმა მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა ხესესთან 2017 წლამდე, ხოლო ეს კი ნიშნავს, რომ ახლაგაზრდა კანტერანოს აქვს ყველა საშუალება თავისი სახელი ჩაწეორს "მადრიდის რეალის" ბრწყინვალე ისტორიაში. რა თქმა უნდა, გუშინდელ შეხვედრას ძნელად თუ უწოდებ სადღესასწაულოს. გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ერთი მოვლენა მეორესთან არანაირად არაა დაკავშირებული. ვიყენებ საშუალებას და მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება გამოვთქვა დაღუპულებთან და დაშავებულებთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო დაშავებულების ოჯახის წევრებს. dle 10.1

  • shvela
  • 26 ივლისი 2013
  • 1521
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)