მადრიდული სირცხვილი [მეორე სერია]

მაშასადამე, გრძელდება კვლავ ესპანური სერიალი სახელად "მადრიდული სირცხვილი."სტატიის დასაწყისში შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სერიალის რეჟისორები, ფლორენტინო პერესი და მანუელ პელეგრინი არიან.


სიმართლე გითხრათ, ჯერ ჩვენს ხელთ მხოლოდ ორი სერია და ზუსტად არვიცი კიდევ რამდენს გადაიღებენ ზემოდხსენებული პიროვნებები.აშკარაა, რომ თვით სერიალს ძალიან მაღალანაზღაურებადი ბიუჯეტი გვაქვს.

მინდა პარალელი გავავლო რეჯისორ რამონ კალდერონის მიერ გადაღებულ სერიალებზე გასულ სეზონში.მინდა გითხრათ, რომ როგორც სამხრეთ ამერიკულ სერიალებში ყოველთვის ერთი და იგივე მოვლენა ხდება და თითქმის სხვადასხვა რეჟისორების მიერ გადაღებულ ფირებში არაფერი არ იცვლება, აქაც ასეა.

დონ რამონმაც შარშან "მადრიდული სირცხვილის" პირველი სეზონი გადაიღო, სადაც "გმირები" ჯერ სამეფო თასიდან ვარდებიან, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგიდან.საინტერესოა, რომ ამავე სერიალის მეორე სეზონის დასაწყისი ძალიზედ წააგავს მის წინამორბედს.

სიმართლე გითხრათ, ჯერ ნამდვილად ვერ ვხვდები პირველ და მეორე სეზონს ერთი და იგივე რეჟისორები რატომ არ იღებენ? (თუ რომელიმე მომხმარებელს აქვს ამაზე პასუხი, შეუძლი კომენტარის სახით ამიხსნას).აშკარაა, რომ ახალმა რეჟისორებმა წინამორბედების პროექტები მოიპარეს და ახლა თვითონაც იმავე გზით წავიდნენ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "მადრიდული სირცხვილის" მეორე სეზონის მეორე სერია სტადიონ "ბერნაბეუზე" დაახლოებით 79 ათასმა ადამიანმა შეიძინა, რაც შარშანდელთან განსხვავებით რეკორდულია.ალბათ, ახალი რეჟისორების მიზანია, უხეშად რომ ვთქვათ, ფულის კეთება და არა სერიების შინაარსი.

აქვე გაგიმხელთ ერთ ფაქტსაც, ჩემმა მეგობარმა (ვინაობას არ დავასახელებ), რომელიც ოპერატორია, სერიების გადაღების დროს, მითხრა, რომ სერიალის მომდევნო სერიებში ყველაფერი კარგად წავაო.ის თავის მოსაზრებას იმით ამტკიცებს, რომ სერიაში ელოდებიან ახალ გმირს, სახელად რონალდოს, რომელიც პორტუგალიიდან მალე ჩამოვა და ჩაერთვება გადაღებებშიო.

მოკლედ, მეც მოუთმენლად ველოდები ახალი გმირის გამოჩენას, თორე ამ "მარიო გაგოსა" და "პეპე ჩიმაროს" ყურება ნამდვილად მოსაწყენია.

და სტატიის ბოლოს როგორც ყოველთვის სერიალში მონაწილე მსახიობების სახელებს გაეცანით.


The End (not Happy And)

მთავარ როლებში: იეჟი დუდეკი, ლასანა დიარა, პეპე, ალბიოლი, მაჰამადუ დიარა, ფერნანდო გაგო, კაკა, ნისტერლოი, რაული და იგუაინი dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)