მორატას ინტერვიუ

თამაშის შემდეგ მორატამ ჟურნალისტებთან მცირე ინტერვიუ გააკეთა.


რა შთაბეჭდილება დატოვა მეორე ამხანაგურმა შეხვედრამ? ეს თქვენი პირველი გოლია მიმდინარე წინასასეზონო მზადებისას...

საკმაოდ ძნელია ფეხბურთზე საუბარი, მას შემდეგ, რაც გალისიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ, მაგრამ ეს შეხვედრა დაგვეხმარა კიდევ უფრო კარგად მოვმზადებულიყავით სეზონისთვის. ორი გოლი მივიღეთ, მაგრამ მოგება გვინდოდა და მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდით. კარგი და შედეგიანი ფრე დაფიქსირდა. ამ დროისთვის მთავარი არ არის შედეგი. კაზემირომ მკითხა დავარტყამდი თუ არა თერთმემეტრიანს, მაგრამ მე მჯეროდა ჩემი თავის.

რას იტყვით ანჩელოტიზე?

მას უყვარს კარგად თამაში და ეს კარგია.

იგუაინი მოგენატრებათ?

პიპიტა მე მუდამ საუკეთესო რჩევებს მაძლევდა და ბევრს მეხმარებოდა, მე მას მხოლოდ უსაზღვრო წარმატებას ვუსურვებ ახალ გარემოში. მისთვის ყველაფერი საუკეთესო მსურს.

გჭირდებათ სხვა ცხრიანი?

ჩვენ გვყავს კარიმი. ამავდროულად აქ ვართ მე და ხესე, შესაბამისად ჩვენ სამს კარგად შეგვიძლია ავუწყოთ ფეხი კლუბის საჭიროებებს, მაგრამ ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია. ეს მათი საქმეა, ჩვენი ვალია, რომ მუდამ მზად ვიყოთ.

ხესეს რახან შევეხეთ, მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა ოთხი წლით...

მე ბედნიერი ვარ ამით. ესაა ფეხბურთელი, რომელიც აქ უნდა იყოს. ის უნდა თამაშობდეს "მადრიდის რეალში". dle 10.1

  • shvela
  • 25 ივლისი 2013
  • 1771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)