რონალდომ 11 წლის ბიჭს ხელი მოტეხა

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა ბორნმუტთან მატჩის დროს საჯარიმო დარტყმის შესრულებისას 11 წლის ბიჭს ხელი მოტეხა. რონალდოს მიერ საოცარი ძალით დარტყმული ბურთი კარს უკან მჯდომ ბავშვს მოხვდა, რომელიც დაზიანდა.


ბავშვი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც რენტგენმა ორმაგი მოტეხილობა აღმოაჩინა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, ამბის გაგებისთანავე მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ქომაგს სამეფო კლუბის ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა, მათ შორის იყო კრიშტიანოს ხელმოწერაც.

ბავშვმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

”სიმართლე გითხრათ მერჩივნა ასე მომეტეხა ხელი, ვიდრე ხიდან ჩამოვვარდნილიყავი, როგორც მამაჩემი. ყველაზე უჩვეულო ტრავმა მივიღე. არასოდეს იცი რა მოხდება, მარცხენა ხელი რომ არ ამეფარებინა სახეზე და არ გავწეულიყავი ალბათ ყველა კბილს ჩავიმსვრევდი.”

მამამისმა კი განაცხადა: ”ყველაფერი წამებში მოხდა, ჩვენ ვუყურებდით როგორ ემზადებოდა რონალდო ჯარიმის შესასრულებლად და უცებ ჩარლის ხელი მოტყდა.”

პატარა ფეხბურთელს საჩუქარი ბორნმუთის ლეგენდამ სტივ ფლეთჩერმა მიუტანა, სამეფო კლუბის მაისურთან ერთად, მან ბორნმუთის მაისურიც მიიღო.

dle 10.1

  • SunSay
  • 25 ივლისი 2013
  • 3818
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)