ფიგუ:"რონალდო წარმატებებს მიაღწევს "რეალში"

ლუიშ ფიგუმ წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა. მან ისაუბრა კრისტიანო რონალდოზე. მისი თქმით, ის წარმატებებს მიაღწევს "რეალში".


იმ დროს, როცა კრისტიანო ტრავმას იშუშებს, ფიგუმ გაამხნევა იგი და განაცხადა, რომ რონალდოს ყველა წინაპირობა აქვს წარმატების მისაღწევად "სამეფო კლუბის" რიგებში. "ის ფანტასტიური ფეხბურთელია უნიკალური თვისებებით. მას ყველაფერი აქვს, რათა წარმატებული იყოს "რეალის" შემადგენლობაში და მიაღწიოს დიდ გამარჯვებებს".

რაც შეეხება მის ფავორიტ ფეხბურთელებს, ფიგუს მიაჩნია, რომ წელს "ოქროს ბურთს" ლეონელ მესი იმსახურებს. "ვფიქრობ წელს ლეონელ მესი მოიგებს "ოქროს ბურთს", რადგან გასული სეზონი მისთვის მეტად წარმატებული იყო. ასევე საუკეთესოები არიან კაკა, კრისტიანო რონალდო, ხავი, იბრაჰიმოვიჩი, ვილია, ინიესტა, ფერნანდო ტორესი და არიენ რობენი.

ლუიშმა ასევე ისაუბრა პორტუგალიის ნაკრებზეც. მისი განცხადებით, პორტუგალიელები აუცილებლად უნდა მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან ისინი ერთ–ერთი საუკეთესოები არიან მსოფლიოში.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 11 ნოემბერი 2009
  • 1447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)