გუტის წასვლის საკითხი უფროდაუფრო აქტუალური ხდება

ყოველდღიურად უამრავი ახალი ინფორმაცია იწერება ესპანელი ხოსე მარია გუტიერესის შესაძლო აბარგებასთან დაკავშირებით...


გუტისა და მანუელ პელეგრინის შორის შესაძლო დაპირისპირებაზე მთელი მსოფლიოს საუბრობს, ეს შეკამათება სწორედ იმ გუნდთან წაგების გამო მოხდა, რომელ გუნდთანაც დღეს ითამაშებს სამეფო კლუბი ბერნაბეუზე, საუბარი ალკორკონზეა.

მთავარი მწვრთნელი გუტის იგნორირებას იმით ხსნის, რომ ესპანელი ცუდ სათამაშო კონდიციაში იმყოფება, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ამ ორ ადამიანს შორის არც ისე კარგი დამოკიდებულებაა და ესპანელის გუნდიდან აბარგების შანსი დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება.

ხოსე მარიას შეძენის სურვილს გამოთქვამს მილანის ინტერი, ასევე საქმეშია ჩართული ოლიმპიაკოსი და ინგლისური ტოტენჰემი, რომელსაც რეალის ფეხბურთელებზე ერთგვარი ნადირობა აქვს გამოცხადებული.

ამ გუნდებს დღეს კიდევ ერთი ჰოლანდიური კლუბი შეემატა ფეინოორდის სახით, ჰოლანდიელებს ნახევარდაცვის რგოლში გარკვეული პრობლემები აქვთ და ამის გადასაწყვეტად გუტის შეძენას აპირებენ, ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობის აზრით გუტი იდეალური ვარიანტია სიტუაციის გამოსასწორებლად.

ჯერ-ჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდება მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ესპანელი ფეხბურთელის პოზიციები ,,ბლანკოსში" ძალიან შერყეულია. dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2009
  • 3047
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)