ნისტელროი: მსურს სამეფო თასის მოგება

დღეს 23:00 საათზე მადრიდის რეალი ალკორკონს მიიღებს სანტიაგო ბერნაბეუზე და ეცდება აღმოფხვრას 4 ბურთიანი სხვაობა, სტუმრებს მართლაც დიდი ჰანდიკაპი აქვთ მაგრამ ,,ბლანკოსის" ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ მეტოქის "ნაცარტუტად" ქცევას და მომდევნო ეტაპზე გასვლას. რუუდ ვან ნისტელროიმ მომავალ მატჩსა და სამეფო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ სურს რეალიდან ისე წასვლა თუ "Copa Del Rey"-ის თასს ვერ დაეუფლა...


,,ჩვენ დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩის გამართვა გვიწევს სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, საკუთარ კედლებში ორმაგად და ოთხმაგად ძლიერები ვართ, ჩვენ გვაქვს იმედი მადრიდელი ინჩასების".

,,რეალის თითოეული ფეხბურთელი საბრძოლოდ არის განწყობილი და მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე, დარწმუნებული ვარ მომეცემა თამაშის შანსი და აუცილებლად ვეცდები გოლის გატანას, მე ვგრძნობ , რომ საჭირო ვარ გუნდისთვის და დღეს მსურს ,,ბლანკოსის" გამარჯვებაში დიდი წვლილის შეტანა".

,,არ მსურს "Copa Del Rey"-ს ტიტულის გარეშე წავიდე სამეფო კლუბიდან, ეს თასი ჩემი აზრით ძალიან პრესტიჟულია და აქ გამარჯვება არც ისე იოლია.

,,მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ თუკი შევძლებთ ამხელა ჰანდიკაპის აღმოფხვრას, ეს იქნება ყველა გულშემატკივრისთვის ძალიან გასახარი, ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ მოედანზე".

,,5-0! ეს არის ის ანგარიში, რომლითაც დაკმაყოფილდება ჩვენი გუნდის თითოელუ წევრი და თითოეული ფანი, სხვა ანგარიში ყველასთვის მიუღებელია, მადრიდის რეალი უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე! - განაცხადა ნისტელროიმ." dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2009
  • 2036
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)