ანჩელოტის სრული ინტერვიუ

კარლო ანჩელოტი , ''ბურნმუთთან'' მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. იტალიელმა შთაბეჭდილებები გაუზიარა მედიას.


''ეს ძალიან კარგი კვირა გამოდგა, ჩვენ ვიმუშავეთ ნაყოფიერად და სერიოზული წინსვლა განვიცადეთ სეზონის წინ. ფეხბურთელები კარგად გაირჯნენ, ზოგიერთი მათგანი ოდნავ დაღლილია, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. ძალიან კარგია, როცა სეზონს მაჟორულ ნოტაზე იწყებ.''

''ჩვენ გვყავს ძალიან დისციპლინირებული გუნდი, მათ უნდათ, რომ ვარჯიშისშემდგომი პერიოდიც ერთად გაატარონ. ამ მომენტისათვის ყველაფერი იდეალურად მიდის. მესმის, რომ სეზონის წინა სამზადისი ჰგავს სკოლის პერიოდს, როცა ბავშვები ერთამენს ეგუებიან, ყველა მათგანი ფოკუსირებული და ყურადღებიანია. ბევრი რამ შეიცვლება მომავალში, თუმცა ატმოსფერო იდეალური დარჩება. ფეხბურთლებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთის მიმართ. გუნდმა ნაყოფიერად იმუშავა და მობილურობა აჩვენა. ჩვენ შვიდი მოსამზადებელი მატჩი გველის წინ და არ მსურს, რომ ამ მატჩებში ფეხბურთელები დავტვირთო, რათა თავი ავარიდოთ ტრამვებს. ''


''ჩვენ პირველ მატჩს ''ბურნმუთსის'' წინააღმდეგ ვატარებთ, ეს ძალიან კარგი გუნდია. მართალია, ჩვენ ფორმის ფიკისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა 45 წუთის სათამაშოდ უმეტესობა მზადაა. ფეხბურთელები ნელ-ნელა ეჩვევიან ერთმანეთს, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გუნდში ენთუზიაზმი და მოტივაცია შემოიტანეს. ''

ყველამ იცის, რომ რონალდო საოცარი ფეხბურთელია. უმნიშვნელოვანესია, რომ იგი უმაღლეს კლასს აჩვენებს. მისი კონტრაქტი კი დროის ამბავია. მისი ხილვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც ძალიან საჭიროა, რადგან ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან უამრავ რამეს ისწავლიან. მართალია, მე არ ვარ კონტრაქტებზე პასუხისმგებელი, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ რონი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. რაც შეეხება კაკას, ის კარგ ფორმაშია, სხვებისგან განსხვავებით მან დაისვენა, ის ძალიან მონდომებულია და იმედით უყურებს შემდგომ სეზონს. ვნახოთ რა მოხდება, მან კარგად იცის, რომ უკეთ მოუწევს თამაში, ვიდრე შარშან.''

'' მე ვესაუბრე იგუაინს, ეს იყო დახურული საუბარი. ამ მომენტისათვის იგი ''რეალის''ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ მისი მწვრთნელი ვარ. ასევე ველაპარაკე კოენტრაოს, რომელიც ნამდვილად გამოგვადგება, რადგან მომდევნო სეზონში ბევრი მატჩია ჩასატარებელი. ''

კარლიტოს ჰკითხეს, თუ რომელმა ფეხბურტელმა გააოცა ყველაზე მეტად.
''მე კარვახალმა გამაოცა, მასზე ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა. ის საოცარი მცველია, მისმა მონდომებამ და მიდგომამ გამაოცა. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ უმრავლესობას საქმეში ვიცნობდი და არავის გაუოცებივარ. მე ვესაუბრე კასილასსა და რამოსს. ისინი დროზე ადრე დაბრუნდენ შვებულებიდან, რამაც ძალიან გამახარა. მათ გუნდის გამო შვებულების დღეები შეიმცირეს.''

''საუკეთესო სისტემა არის თერთმეტი ფეხბურთელით შეტევა, როცა ბურთი გაქვს. როცა ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს, შენ თერთმეტი ფეხბურთელით უნდა დაიცვა თავი. ჩვენ გვყვავს ფეხბურთელები, რომლებიც დაჯილდოვებული არიან დიადი ტალანტით, ჩვენ გვჭირდება გუნდის ორგანიზება, რაც შესაბამისად, მიმზიდველ სანახაობას უჩვენებს მაყურებელს. ''

''ზიდანი ძალიან მოტივირებულია, იგი მოწადინებულია ისწავლოს სამწვრთნელო საქმე. მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან და ბევრ რამეში ეხმარება''

''მორატა ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ჩვენ გვყავს ხესე, მე კმაყოფილი ვარ შემადგენლობით. იბრაგიმოვიჩი და ბეილი კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა არ ვაპირებ სხვა კლუბის წარმომადგენლებზე საუბარს.''


Realmadrid.Com dle 10.1

  • Stifler
  • 20 ივლისი 2013
  • 4104
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)