ჟოზემ თვალი პიპას დაადგა

მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინს მადრიდის რეალის დატოვება სურს, არგენტინელმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლო მატჩში განაცხადა, რომ მომავალ სეზონს სამეფო კლუბში აღარ გაატარებდა, აქედან გამომდინარე ევროპული გუნდები გააქტიურდნენ და მის გადაბირებას ცდილობენ...


პიპას მიმართ ინტერესს არსენ ვენგერი იჩენდა, იგი აცხადებდა, რომ არგენტინელი არსენალის შემადგენლობაში თავს დაიმკვიდრებდა და თანაც საკმაოდ საინტერესო გეგმების განხორციელების მთავარი შემოქმედი იქნებოდა, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით ვერ შედგა.

მეორე გუნდი, რომელსაც არგენტინელის გადაბირება სურდა იყო ტურინის იუვენტუსი, ამ შემთხვევაში გუნდები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, „ბებერმა ქალბატონმა“ კი გეზი სხვა მოთამაშეებისკენ აიღო და გუნდში კარლოს ტევესი და ლორენტე ჩარიცხა.

ასევე დიდ ინტერესს გამოხატავს იტალიური ნაპოლი, სამხრეთ იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი მეტისმეტად მოხიბლულია იგუაინის კანდიდატურით და ხელმძღვანელობას მის შეძენას სთხოვს, ესპანელი სპეციალისტის აზრით თუკი ნაპოლის ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა სურს, წინა ხაზი გონსალოთი უნდა გაძლიერდეს, მითუმეტეს გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ედინსონ კავანიმ პარისენჟერმენს მიაშურა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი პიპიტას ყიდვა ლონდონის ჩელსისაც სურს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არგენტინელის საკუთარ გუნდში ხილვით ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული, რომელიც წინა სეზონში პიპას საერთოდ აღარ ენდობოდა და მისი ფიზიკური კონდიციებით ძალიან უკმაყოფილო იყო.

რომან აბრამოვიჩი მზად არის კამპანიაში ჩაერთოს და კონკურენცია გაუწიოს მსურველ კლუბებს, რუსი ოლიგარქი „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობის მოხიბვლას სარფიანი შეთავაზებით აპირებს.

ამასთანავე ცნობილია, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას გონსალოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, სხვა შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობა არგენტინელის დათმობას არ აპირებს. dle 10.1

  • Hala
  • 19 ივლისი 2013
  • 1627
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)