დიახ, შენ კაკა!

ანჩელოტიმ ვარჯიშზე მაშინვე უხმო კაკას.


კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში რიკარდო კაკას იდეალური შანსი ეძლევა ასათამაშებლად. არავისთვის და მათ შორის კაკასთვის გარანტირებული არაფერია, მაგრამ არავინ არ იცნობს მას იმაზე უკეთ, ვიდრე კარლო ანჩელოტი.

თუ რა ახლო დამოკიდებულება არსებობდა და არსებობს კაკასა და კარლოს შორის ამის მაგალითი იყო პირველი ვარჯიში. მედიის წარმომადგენლებისთვის ვარჯიში მხოლოდ ნახევარი საათით იყო ღია, მაგრამ ეს საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმის სანახავად, თუ როგორ კარგად ეწყობიან ბრაზილიელი და იტალიელი ერთმანეთს. მანამ სანამ კარლო ყველა ფეხბურთელს მოუყრიდა მოედანზე თავს და დაიწყებოდა ვარჯიში, ის კაკასთან მივიდა და გაესაუბრა მას.

ბრაზილიელმა ნათლად გამოხატა თავისი აზრი, რომ მას სურს "მადრიდის რეალში" დარჩენა. ის დარწმუნებულია, რომ წლევანდელი სეზონის შემდეგ ბრაზილიასთან ერთად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ამავდროულად იცის, რომ ანჩელოტის სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად მაქსიმუმი უნდა გაიღოს.

წყარო: Marca
dle 10.1

  • shvela
  • 16 ივლისი 2013
  • 4157
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)