ხუან ანტონიო ანკელა: "ჩვენი შანსები მინიმალურია"

"ალკორკონის" მთავარმა მწვრთნელმა, ხუან ანტონიო ალკელმა, "რეალთან" თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.აღსანიშნავია, რომ გუნდის დამრიგებელი ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებს.ის რეალურად აფასებს მომავალ პაექრობას და თვლის, რომ "ალკორკონის" შანსები მინიმალურია.


- "ბერნაბეუზე" გამარჯვების რა შანსები აქვს "ალკორკონს?"
- მინიმალური.ჩვენ ოპტიმისტები ვართ, მაგრამ საჭიროა მოვლენების რეალურად აღქმა.თუ "რეალი" იმ ფეხბურთს ითამაშებს, რომელიც მას სჩვევია, მაშინ ძალიან მინიმალურია ჩვენი შანსები.

- რას იტყვით მეტოქეზე?
- "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში.მადრიდელებმა შესანიშნავი შეხვედრები გამართეს "ატლეტიკოსა" და "მილანის" წინააღმდეგ.

- "რეალის" შემადგენლობიდან რომელიმე ფეხბურთელის ყიდვა რომ შეგეძლოთ, ვის იყიდდით?
- რა თქმა უნდა ფლორენტინო პერესს, თუმცა "ალკორკონის" პრეზიდენტი არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ პერესი შემადგენლობაში დამეყენებინა.

- რას გეუბნებიან მოთამაშეები?
- ჩვენ ერთმანეთში არ ვსაუბრობთ, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებთ და ვიღიმით.მოხარულნი ვართ, რომ ფეხბურთმა ასეთი ლამაზი შანსი გამოგვაყენებინა.

- როგორი წარმოგიდგენიათ "სანტიაგო ბერნაბეუ?"
- შესანიშნავი.მინდა, რომ ფეხბურთელებმა მომავალი შეხვედრისაგან მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დაფიქსირდება ტაბლოზე.ჩვენ უკვე მოვახდინეთ სასწაული, რომელსაც ვერავინ ჩამოგვართმევს.ეს შედეგი მუდამ გვემახსოვრება.

- ოდესმე ეტყვით თქვენს შვილიშვილს, რომ თქვენს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა "ბერნაბეუზე" ანშლაგი მოახდინა?
- დიახ და იმასაც დავამატებ, რომ ეს სეგუნდა ბ-ს გუნდი იყო.ასეთ კარგ მოგონებებს მე ვერავინ წამართმევს.

- როგორ შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი?
- მე ამ კითხვას თავად ვსვამ.პირველ მატჩში ყველანი გავაკვირვეთ, მაგრამ მეორე დაპირისპირება ძალიან რთული იქნება.მადრიდელები ყველანირად ეცდებიან მაქსიმუმის გაღებას.

- თქვენ ახლა "მოდაში" ხართ.ამბობენ, რომ სეგუნდას რამდენიმე გუნდმა უკვე დაგადგათ თვალი...
- მე ამის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ გეტყით რომ ჩემს მხრებზე დიდი გამოცდილება დაგროვდა.ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება, "ატლეტიკო მადრიდის" დამარცხება იყო.

- ამ კვირაში ყველაზე მეტჯერ რა სიტყვას ეუბნებოდით მოთამაშეებს?
- "ძალიან რთულია."

- რას ეტყვით თქვენს შეგირდებს თამაშის დაწყების წინ, სამი წუთით ადრე?
- "მიდით ბიჭებო, მოვიდა დრო." თუმცა სიტყვებს ქარი წაიღებს და ჩვენს წინ მხოლოდ მწვანე მოედანი იქნება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)