რეალს რუნისთვის ბრძოლაში ჩელსი შეეცილება

როგორც ჩანს მადრიდის რეალს ყველა მხრიდან ჰყავს კონკურენტები. პირველ რიგში იყო ედინსონ კავანი, რომელიც ჯერ კიდევ ნაპოლის საკუთრებაა, თუმცა პარიზში იმყოფება და ადგილობრივებთნა მოლაპარაკებებს აწარმოებს, იგი „ბლანკოსის“ ღირსებას ნამდვილად აღარ დაიცავს და დღე-დღეზე პარისენჟერმენის ფეხბურთელი გახდება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ურუგვაელს არ ეხება...


საუბარია უეინ რუნიზე, რომელიც ანჩელოტის ძალიან მოსწონს, თავად ფეხბურთელს კი მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამჟამინდელი კლუბის, მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება, მისი მსურველი მსოფლიოს რამდენიმე გრანდია და ეს რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, რადგან დღესდღეობით ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დამრტყმელ ძალად ითვლება.

ინგლისში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რომან აბრამოვიჩი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ ფეხბურთელი სამშობლოში დატოვოს და ჩელსის ღირსებას დააცვევინოს, თუმცა სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ თავად უეინს სხვა ქვეყანაში სურს ძალების მოსინჯვა და ინგლისში დარჩენას მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში აპირებს.

ჩელსის ინტერესი პერესისთვის გარკვეული სიგნალი უნდა იყოს მოვლენების დასაჩქარებლად, ესპანელი პრეზიდენტი მაქსიმალურად უნდა ეცადოს ინგლისელის გადაბირებას, ამ შეთხვევაში რუნის ყიდვა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, რადგან თავად ფეხბურთელს სურს „იუნაიტედის“ დატოვება და გარემოს შეცვლა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, „არისტოკრატების“ და „მერენგების“ გარდა უეინის ხელში ჩაგდებას პარისენჟერმენი, მანჩესტერ სიტი, ინტერი, მონაკო და კიდევ რამდენიმე კლუბი ცდილობს. dle 10.1

  • Hala
  • 16 ივლისი 2013
  • 1613
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)