ტომას რონსერო: "კაკას მოედანზე თავისუფლება სჭირდება"

საფეხბურთო ექსპერტისა და კომენტატორის ტომას რონსეროს განცხადებით, აუცილებელია რიკარდო კაკამ სათამაშო დრო გაცილებით მეტი დოზით მიიღოს და მისი პოზიცია განსაზღვრული არ იყოს...


"კარლო ანჩელოტიმ ჩემზე გაცილებით კარგად იცის თუ რა შეუძლია ბრაზილიელ რიკარდო კაკას, ამ მოთამაშეს წინა წლებში სასწაულები აქვს ნაკეთები და უბრალოდ არ შეიძლება ამხელა ნიჭი 1 წელიწადში დასამარებულიყო, მითუმეტეს რიკი არ არის იმ ასაკში, რომ ფეხბურთიდან წასვლაზე ან დაბალი დონის გუნდში გადასვლაზე იფიქროს."

"ჩემი აზრით, კარლომ გაცილებით მეტი დრო უნდა მისცეს კაკას და ამასთანავე დაავალოს, რომ შეუტიოს როგორც ფლანგიდან ასევე ცენტრიდან, სწორედ ასე გახლდათ მილანში, სადაც ბრაზილიელ ნახევარმცველს სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული და სწორედ ამის ხარჯზე გავიდა ფონს "როსონერი", მაშინ მთელი გუნდი კაკა იყო, ძალიან კარგად მახსოვს მანჩესტერთან შეხვედრები, სადაც ბრაზილიელმა სასწაულების კორიანტელი დაატრიალა."

"არ ვთვლი, რომ რიკი გამთამაშებელი გახლავთ, მას მოედანზე თავისუფლება უნდა ჰქონდეს და გარემარბის ფუნქციების იკისროს, მას როდესაც მოესურვება ცენტრში უნდა გადავიდეს და ბურთი ისე გაანაწილოს როგორც საჭიროდ ჩათვლის."

"ვთვლი, რომ რიკის კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მას ძალუძს გახდეს მადრიდის რეალის უპირობო ლიდერი და მის გარეშე ეს გუნდი წარმოუდგენელი იყოს."

"მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და ანჩელოტის ახალ სქემებს. ვგონებ, იტალიელის რეალი გაცილებით სხვა ფეხბურთს ითამაშებს, ვიდრე ჟოზე მოურინიოს გუნდი თამაშობდა. არ ვიძახი, რომ პორტუგალიელის "ბლანკოსი" ტაქტიკურად მოიკოჭლებდა, თუმცა თვალნათლივია, რომ მისმა სქემამ ესპანეთში ვერ გაამართლა, ჩემპიონთ ლიგის ½ ფინალები კი უბრალოდ კარგ მიღწევად ჩაითვალა." dle 10.1

  • Hala
  • 16 ივლისი 2013
  • 1542
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)