ოსასუნას ხელმძღვანელობა მადრიდში შენიშნეს

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პამპლონის ოსასუნას ალვარო არბელოას შეძენა სურს, ბასკები სამეფო კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გეგმავდნენ...


როგორც ჩანს პამპლონელებმა მადრიდში ჩასვლა და რეალის ადმინისტრაცისთან შეხვედრა მოინდომეს, ეს კი ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ.

სავარაუდოდ შეხვედრა ალვარო არბელოასთან დაკავშირებით უნდა შემდგარიყო, ბასკების მთავარი მწვრთნელი არბელოას თამაშით ფრიად მოხიბლული გახლავთ და სწორედ ამიტომ აქვს ყურადღება გამახვილებული მის პერსონაზე.

ესპანური პრესის ცნობით ოსასუნა მზად არის ფეხბურთელის სანაცვლო 7 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხსენებული თანხა პამპლონური კლუბისთვის მართლაც ძალიან დიდია, თუმცა როგორც ჩანს მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველისთვის ბრძოლა.

„წითლებს“ იმის იმედი აქვთ, რომ სამეფო კლუბმა კარვახალი შეიძინა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ნამდვილად არ დაჯდება და არბელოას პოზიციები ამ ეტაპზე შესუსტებული გახლავთ, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი იმართება სადაც „ფურია როხა“ იასპარეზებს, რომლის მარჯვენა ფლანგზე მართლაც დიდი კონკურენცია გახლავთ. სწორედ ამიტომ შესაძლოა დათანხმდეს ესპანელი მარჯვენა მცველი ოსასუნაში გადასვლას, იქ მას მუდმივი სათამაშო დრო ექნება. dle 10.1

  • Hala
  • 15 ივლისი 2013
  • 1598
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)