პერესი რუნის არ ივიწყებს

მოგეხსენებათ, უეინ რუნის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა გარდაუვალია, აქედან გამომდინარე ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად რამდენიმე მაღალი დონის კლუბი იბრძვის, მათ შორის არის მადრიდის რეალი, რომელიც ფორვარდის ძიებაში გახლავთ...


რუნის აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა უმაღლესი დონის ფორვარდს ჰქონდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სერ ალექს ფერგიუსონმა მას ცენტრ ფორვარდის ფუნქციები მოუხსნა და სხვა დავალებები მისცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უეინი კვლავ „9“-იანად არ ითვლება, იგი საკუთარ ეროვნულ ნაკრებშიც მთავარ დამრტყმელ ძალად მოისაზრება.

კარლო ანჩელოტი რუნის ყიდვის წინააღმდეგი არ გახლავთ, მისი აზრით ინგლისელი წინახაზელი სამეფო კლუბს შეტევაში დიდ დახმარებას გაუწევს,სწორედ აქედან გამომდინარე ფლორენტინო უეინს არ ივიწყებს, ის ესპანელი პრეზიდენტის გეგმებში კვლავ შედის.

უეინის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობი გახლავთ, ასევე გაურკვეველია თუ რამდენი სურს მას გასამრჯელოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და საკმაოდ სარფიანი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

თავად ფეხბურთელს მადრიდში თამაშის სურვილი არ გამოუხატავს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ის ზოგადად საფეხბურთო მომავალზე საუბარს თავს არიდებს, აქედან გამომდინარე უნდა დაველოდოთ მოვლენთა შემდგომ განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 11 ივლისი 2013
  • 1503
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)