ილარამენდისთვის ყველაფერი კეთდება

მადრიდის რეალის ახალი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი უდიდეს ინტერესს გამოთქვამს სოსიედადის მოთამაშის, ილარამენდის მისამართით, იგი ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, რომელშიც იტალიელი სპეციალისტი დიდ პოტენციალს ხედავს...


მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს ბასკური კლუბის მესვეურები დროს განგებ აჭიანურებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სოსიედადის ხელმძღვანელობას თანხა ეცოტავა, რომელიც მათ ფლორენტინო პერესმა შესთავაზა და რომელიც 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ბასკები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, მაგრამ რამდენად ღირს ლა ლიგის ერთ-ერთი დაბალი დონის გუნდის ლიდერი ამხელა თანხად, ეს სხვა საკითხია.

ზოგადად სხვადასხვა კლუბები პერესისგან კოლოსალური თანხების მიღებას მიეჩვივნენ, სავარაუდოდ სწორედ ეს განაპირობებს ამ ეტაპზე სოსიედადის ხელმძღვანელობის პოზიციას.

ფლორენტინო პერესი და დირექტორთა საბჭო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში არ შევიდეს და წარმატებამდე მივიდეს, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც ილარამენდის ამჟამინდელ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული, აქედან გამომდინარე დედაქალაქელები მოვლენების განვითარებას ელოდებიან. dle 10.1

  • Hala
  • 11 ივლისი 2013
  • 1164
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)