"მადრიდის რეალს" უკვე დამზადებული აქვს 11 ნომრიანი მაისური

"მადრიდის რეალის" კულუარებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ კლუბში უკვე მზად აქვთ 11 ნომრიანი მაისური, რომელსაც უელსელი ფეხბურთელი მოირგებს. ფლორენტინო პერესი კი 21-ში ლონდონში მიემგზავრება "ტოტენჰემის" მესვეურებთან დასალაპარაკებლად.


გარეთ ბეილი, რომელიც მომდევნო სამშაბათს 24 წლის ხდება, ფლორენტინო პერესის , ზიდანის და ახალი მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ნამდვილი ოცნებაა. თავად იტალიელი სპეციალისტი უკვე ორშაბათიდან იწყებს წინასასეზონო მომზადებას და სავარჯიშოს სერიებს ვალდებაბასზე.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ კლუბში 11 ნომრიანი მაისური კარვალიოს წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა. 15 ნომრიანი მაისური , რომელიც ესიენს ეცვა კარვახალმა მოირგო, 23 ნომრიანი მაისური, რომელიც წინა ზაფხულიდან მოყოლებული ვაკანტურია წელს ისკომ მიისაკუთრა, ხოლო 11 ნომრიანი მაისური კი უპატრონოდაა და კლუბში იმედოვნებენ, რომ მას პატრონი გარეთ ბეილის სახით გამოუჩნდება.

რაც აღნიშვნის ღირსია არის ის, რომ ფლორენტინო პერესის ისტორიიდან გამომდინარე, ის აუცილებლად შეხვდება 31 აგვისტომდე დანიელ ლევის "ტოტენჰემის" მფლობელს. პირველი კონტაქტი კლუბებს შორის ცუდად დასრულდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელიც ფეხბურთელში 100...150 მლნ. ევროს ითხოვს! მაგრამ ფლორენტინო პერესი ამ საქმეში ნამდვილი ოსტატია. მას თავის დროზე ურთიერთობა ქონდა ისეთ პრეზიდენტებთან, როგორებიც იყვნენ აგნელი და მორატი. თავად ფერგიუსონთანაც კი მოახერხა მოლაპარაკება. ამ ხალხს გამოსტაცა ხელიდან მან ზიდანი, რონალდო და ბექჰემი, მიუხედავად მათი არაერთგზის განცხადებისა, რომ ეს ფეხბურთელები ტრანსფერს არ ექვემდებარებოდნენ.

გარდა ამისა, "თეთრების" პრეზიდენტი ხოსე ანხელ სანჩესთან ერთად აპირებს გაყვეს კლუბს 21 ივლისს ინგლისში. ანჩელოტის "მადრიდის რეალი" პირველ წინასასეზონო შეხვედრას გამართავს "ბორნმოუთის" წინააღმდეგ, რომელიც წელს მეორე დივიზიონში დაწინაურდა. სწორედ ამ დროს იგეგმება "სპურსი" წარმომადგენლებთან შეხვედრა. ერთადერთი, რაც ამ ისტორიაში ნათელია, არის ის, რომ "მადრიდის რეალი" არ აპირებს ბეილში 100 მლნ. ევროს გადახდას.

ტომას რონსერო

წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 11 ივლისი 2013
  • 2654
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)