ბეილმა "მადრიდის რეალზე" საუბარს თავი აარიდა

გარეთ ბეილმა გუშინ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის მომავალ მიზნებზეც ისაუბრა.


"მე ვფიქრობ კლუბში ყველას სურს, რომ მომდევნო სეზონში საუკეთესო ოთხეულს შორის მოვხვდეთ. სეზონიდან სეზონამდე წინ უნდა ვიაროთ, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში შევძლოთ."


ბეილის სიტყვები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ის "ტოტენჰემიდან" არსად წასვლას არ აპირებს. გუშინ საღამოს ფლორენტინო პერესმაც ისაუბრა ბეილზე და აღნიშნა რომ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ "თეთრებს" არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებიათ ლონდონელებისთვის. თავად ფეხბურთელს სურს, რომ პროგრესი განიცადოს:

"იმედი მაქვს, წინა სეზონის მიღწევებს გავაუმჯობესებ და პროგრესი მექნება. მინდა განვითარდე და ვეცადო, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. ეხლა მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა."


23 წლის ბეილი ყოველდღიურ შრომაზეა ფოკუსირებული:

"უნდა გავაგრძელო ბევრი მუშაობა ყოვედღიურად ვარჯიშებზე. იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელს, პროგრესი მექნება და უკეთესი გავხდები."


ვილაშ ბოაში:
"პრეზიდენტი შემპირდა, რომ ბეილი დარჩება"


"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ ანდრეშ ვილაშ ბოაშს სჯერა დანიელ ლევის, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ მომდევნო სეზონში გარეთ ბეილი ლონდონში დარჩება.

"პრეზიდეტნმა მითხრა, რომ ის არანაირ შემოთავაზებებს არ ღებულობს და რომ ფეხბურთელი დარჩება"

"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ესაა ის გარანტია, რომელიც მე ლევიმ მომცა."

"წინა სეზონში იყო დრო, როცა გარეთმა მითხრა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა. არ ვიცი მაშინ რაც ვუთხარი იმან იმოქმედა, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ მან საგრძნობლად მოუმატა, უფრო თავდაჯერებული გახდა და ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა."


წყარო: AS.com
dle 10.1

  • shvela
  • 9 ივლისი 2013
  • 2976
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)