მონაკო რონალდოს სანაცვლოდ 105 მილიონს ჩამოდის

მოგეხსენებათ, ფრანგულმა მონაკომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული აქტიურობა გამოიჩინა, ამ გუნდმა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინა მათ შორის არის რადამელ ფალკაო, რომელსაც მადრიდის რეალში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ...


საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მონაკო მიმდინარე ზაფხულს კიდევ 4-5 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, მათ შორის კი არის მადრიდელი კრიშტიანო რონალდო. რონის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 105 მილიონი ევრო აქვს გამზადებული რაც თავისთავად რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

კარლო ანჩელოტის იმის გაგონებაც არ სურს, რომ პორტუგალიელი შემტევი გუნდს დატოვებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 105 მილიონი ნამდვილად მაცდური წინადადება გახლავთ მარკეტინგული თვალსაზრისით.

ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში ფლორენტინო დიდ მოგებაში დარჩება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანელი პრეზიდენტის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ბიუჯეტში ჩაირიცხა, სამეფო კლუბმა მხოლოდ გაყიდული ფორმების რაოდენობით „ამოიღო“, ამასთან გუნდი კრიშტიანოს სარეკლამო შემოსავლების 40%-ს ფლობს.

ყველაფერი აქედან გამომდინარე თუკი რონი მონაკოში გადავა, სამეფო კლუბის ბიუჯეტი საკმაოდ სერიოზულ სარგებელს ნახავს, თუმცა ამასთან უნდა დავსძინოთ, რომ მისი გაშვება პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი გულშემატკივრით დამთავრებული, არავის სურს, ეს გარემოებები ტრანსფერის გაჩარხვას მეტისმეტად ართულებს. dle 10.1

  • Hala
  • 8 ივლისი 2013
  • 2890
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)