ბეილი თუ ცხრიანი?

მას შემდეგ, რაც რეალმა ისკო და კარვახალი შეიძინა, თვალი ილარამენდის დაადგა და მალე ამ ტრანსფერსაც დაადასტურებს. ამ ახალგაზრდათა რიცხვს მხოლოდ ბეილი აკლია...


კარლო ანჩელოტის ნომერ პირველ სამიზნედ კვლავ ბეილი რჩება, მაგრამ ტოტენჰემი ფეხს ითრევს იმს გაყიდვაზე, შესაბამისად თეთრები გაურკვევლობაში არიან. არავინ იცის რა მოხდება. სულ მალე იგუაინი დატოვებს სამეფო კლუბს და მისი ადგილის შევსება ახალ ცხრიანს მოუწევს. ფორვარდი, რომელსაც ბლანკოსი შეიძენს სეზონში მინიმუმ 20-25 გოლიუნდა გაიტანოს. შარშან კი ბეილმა 26 გაიტანა, შესაბამისად თავდამსხმელის მაგივრად სწორედ უელსელის შეძენას გეგმავენ მადრიდელები. ტრანსფერი კი ჩიხშია და მეფეები ისევ ფორვარდის ძიებას შეუდგნენ.

დიდი სახელები

რეალი სავარაუდოდ სახელგანთქმულ ფორვარდს მოიყვანს. სავარაუდო კანდიდატები კი არიან: რუნი, აგუერო, კავანი, სუარესი და იბრაჰიმოვიჩი. აქედან ყველაზე ნაკლებად სავარაუდო კავანი არის, რომელიც თითქმის გადავიდა პსჟ-ში. არც სიტი აპირებს აგუეროს გაშვებას. ლეონარდო კი ამბობს, რომ კავანი და იბრა კარგად შეეწყობიან ერთმანეთს და თუ თავად ფეხბურთელმა არ ისურვა მადრიდში გადმოსვლა დიდი ალბათობით ეს ტრანსფერიც არ შედგება. რაც შეეხება ლუის სუარესს, ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ანჩელოტის მაინცდამაინც არ მოსწონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კარლოს რეალში მოსვლამდე აქტიურად იწერებოდა ურუგვაელი ფორვარდის გათეთრების დიდ ალბათობაზე, მაგრამ იტალიელი სპეციალისტის პრეზენტაციისთანავე შეწყდა ამ საკითხზე ჭორაობა. რაც შეეხება რუნის, ის სავარაუდოდ დატოვებს მანჩესტერ იუნაიტედს, თუმცა მას ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს მათ შორის: ბარსელონა, ჩელსი და არსენალი. dle 10.1

  • SunSay
  • 8 ივლისი 2013
  • 3476
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)