ხესე: "ყველაფერი იდეალურად მიდის"

ხესე როდრიგესის ინტერვიუ


ხუთი გოლი მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე. თქვენ ახლოს ხართ აგუეროს, მესის და მარადონას მიერ გატანილ ექვს გოლთან... როგორი გრძნობაა ეს?

სიმართლე რომ გითხრათ მე ეს არ ვიცოდი და გაკვირვებული ვარ, რა თქმა უნდა, მიხარია. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს და ეს ძალიან კარგია. მე ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ მიდის ჩემი საქმეები და იმითაც , რომ მოვახერხე ხუთი გოლის გატანა. მე ვეცდები მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო ამ ჩემპიონატზე.

იქნება თუ არა თქვენთვის საკმარისი ექვსი გოლის გატანა, ისევე როგორც მესიმ და მარადონამ შეძლეს, თუ ამით არ დაკმაყოფილდებით და უფრო ამაყი იქნებით მათი გადასწრებით?

ეს უფრო მეტია, ვიდრე სიამაყე, ყველაზე დიდი პირადი გამოწვევაა ჩემთვის. ამბობთ, რომ მესიმ ექვსი გოლი გაიტანა?

დიახ, ერთით მეტი, ვიდრე თქვენ ეხლა.

კარგით, ვნახოთ რა იქნება და რის გაკეთებას შევძლებ.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დღეიდან ახალი მოტივაცია გაგიჩნდათ...

იმედი მაქვს მოვა დრო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები და იმდენს მივაღწევ, რამდენსაც მათ მიაღწიეს, რაც ნამდვილად არ არის იოლი საქმე. ეხლა ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ წინასწარ არ იცი რა მოხდება რამოდენიმე კვირაში.

თქვენი მოკლევადიანი მიზნები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ტურნირის ბომბარდირობაა?

თუ ჩვენ მხოლოდ ნაკრებზე ვიქნებით კონცენტრირებულები და ისე ვითამაშებთ, როგორც გვჩვევია , შორს წავალთ. ბომბარდირობის იმედი მაქვს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს, მთავარია, რომ გუნდმა ნახოს სარგებელი. dle 10.1

  • shvela
  • 5 ივლისი 2013
  • 1949
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)