მარადონა, შუკერი, მესი, აგუერე, ტრეზეგე და ხესე

საქმე ეხება 20 წლამდელთა ჩემპიონატს და ამ ტურნირზე გატანილ გოლებს.


მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი ყოველთვის ავლენს საუკეთესო ფეხბურთელებს. მარადონა, შუკერი, მიატოვიჩი, ფიგუ, კასილასი, ხავი, ინიესტა, მესი და აგუერო ეს მართლაც რომ დიდი სახელებია.

ანალოგიურ გზას ადგას ხესე როდრიგესიც თურქეთში. ხუთი გოლი და საგოლე გადაცემები მას თავის ღირსეულ ადგილს პირდება ამ ტურნირზე მონაწილე ფეხბურთელებს შორის. ამ მაჩვენებელს მან 1/4 ფინალამდე მიაღწია. ჯერ წინ კიდევ 1/4 ფინალი დარჩა სათამაშო, რომელსაც ესპანეთი ხვალ ითამაშებს ურუგვაელი თანატოლების წინააღმდეგ, შესაბამისად ხესეს აქვს შანსი, რომ ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელები უკან ჩამოიტოვოს, ან მინიმუმ გაუტოლდეს მათ.

1979 წელს მარადონამ აღნიშნულ ტურნირზე ექვსი გოლის გატანა მოახერხა , ერთით მეტი, ვიდრე ხესეს ჯერჯერობით აქვს გატანილი. 1987 წელს ჩილეში შუკერმა ექვსი გოლი გაიტანა და ჩემპიონი გახდა. სალენკომ 1989 წელს საუდის არაბეთში ხუთი გოლი გაიტანა , ხოლო ტრეზეგემ 1997 წელს მალაიზიაში ასევე ხუთი გოლი. 2005 წელს მესი ჰოლანდიაში ექვსი გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, ორი წლის შემდეგ კანადაში აგუერომ ექვსი გოლით ანალოგიურ მაჩვენებელს მიაღწია. ეხლა კი ხესეს ჯერია, რომელიც მათ ნაკვალევს მიყვება.

ფლორენტინომ ნათლად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ახალგაზრდა კასტილიელისადმი და აღნიშნა, რომ მას სურს მისი დარჩენა და აპირებს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2014 წელს იწურება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მხარეებს შორის გამართულ თუ გასამართ მოლაპარაკებებს შორის და აქედან გამომდინარე გარუკვევლობაა ამ საქმესთან დაკავშირებთ.

წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 ივლისი 2013
  • 3033
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (84)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)