იგუაინის მორიგი გოლი

გონსალო იგუაინმა მორიგი გოლი გაუტანა "ატლეტიკოს" და ოთხი გოლით გუნდის ბომბარდირია კრისტიანო რონალდოს შემდეგ. არგენტინელმა ისარგებლა მანუელ პელეგრინის ნდობით და შესანიშნავად თამაშობს. მის მიერ გატანილმა მესამე გოლმა დიდი როლი ითამაშა მადრიდულ დერბიში, რადგან "როხიბლანკომ" შემდეგ ორი გოლი გაუტანა "სამეფო კლუბს".


"პიპიტა" შესანიშნავ ფორმაშია. ამას ადასტურებს ბოლო მატჩებიც. მან ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა (ორი "ხეტაფესთან" და ერთი "ატლეტიკოსთან"). მან ლა ლიგაში ითამაშა 370 წუთი. რაულის არყოფნაში ის შეტევის ლიდერი იყო. იგუაინი ნელ–ნელა "რეალის" ახალი ლიდერი ხდება.

მის ლა ლიგაში გატანილ ოთხ გოლს დავუმატოთ ჩემპიონთა ლიგაზე "ციურიხის" კარში გატანილი გოლიც. თუ წარსულს გადავხედავთ 32 გოლი 21 წლის ასაკის ფეხბურთელისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ იქნება.

იგუაინი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ

არგენტინელი ფორვარდი "ატლეტიკოსთან" შეხვედრებში ძალიან ეფექტურია. "რეალში" გადმოსვლის დღიდან ჯერ კაპელოს პერიოდში გაუტანა გოლი "როხიბლანკოს", შემდეგ გასულ სეზონში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რითაც გუნდს შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა და შაბათსაც არ "აწყენინა" "ატლეტიკოს" და მორიგი გოლით "დაასაჩუქრა".


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 9 ნოემბერი 2009
  • 1519
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)