"ნავალკარნერო"–"რეალ მადრიდ ც" 2:2

მადრიდის "რეალის" მესამე გუნდმა ნავალკარნეროსთან ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო და მადრიდელები 0:2 იგებდნენ, მაგრამ მატჩის დასკვნით ნაწილში მოდუნდნენ და ორი უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში. შემდეგი მატჩი მათ "რეგასოსთან" ელით.


მანუელ დიასის შეგირდებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ სამი ქულა, რათა გასავარდნი ზონიდან დაეღწიათ თავი, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს და ნავალკარნეროსთან" ფრედ 2:2 დაასრულეს შეხვედრა. თუმცა ისინი თავიდან 0:2 იგებდნენ და აკონტროლებდნენ მატჩს.

პირველ ტაიმში მადრიდელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო. გოლმაც არ დაიგვიანა. 19–ე წუთზე პედრო ალდეამ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქე გუნდის კარში. მოტივირებული მადრიდელები შეტევაში წავიდნენ და მეორე გოლიც გაიტანეს. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავი კრუსმა გამოიჩინა 36–ე წუთზე.

მეორე ტაიმში კი მადრიდელები მოდუნდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. 82–ე წუთზე პეკემ გაიტანა გოლი, ხოლო ორ წუთში ადრიანმა გაათანაბრა ანგარიში.

კარგი და შემტევი თამაში, მაგრამ ორი ქულა "ნავალკარნეროში" დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებმა შეხვედრა ვერ მოიგეს, პედრო ალდეა მაინც საუკეთესო იყო გუნდის მხრიდან. ახლა დროა შემდეგ მატჩზე ფიქრისა. ისინი მომდევნო მატჩს "რეგასოსთან" გამართავენ საკუთარ მოედანზე.

შემადგენლობები:

გოლები: 0:1 – ალდეა (19), 0:2 – კრუსი (36), 1:2 – პეკე (82), 2:2 – ადრიანი (85)

"ნავალკარნერო": რაული, ოსკარი, ტორიბიო, ნაჩო, ცანგა, რაფა, ხავი გომესი, ალმოდოვარი, გოია, ოლალა, ალვარო ესტებანი

"რეალ მადრიდ ც": მეხიასი, ლუისი, ნაჩო, კრუსი, ანტონი, მარტინესი, მარკი, ალდეა, გორკა, დენისი, ტორესი

არბიტრი: ოლივერა სანჩესი


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 9 ნოემბერი 2009
  • 2652
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)