"ისკო ახალ სიცოცხლეს, ტალანტს და უფრო მეტ ფანტაზიას მოიტანს"

ასეთ განცხადებას აკეთებს ანტონიო ფერნანდესი. ადამიანი, რომელმაც ისკო პირველმა აღმოაჩინა.


ანტონიო ფერნანდესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანია ესპანეთში, მას შემდეგ, რაც მან ისკო "მადრიდის რეალის" მაისურში ნახა. ანტონიო დარწმუნებული იყო ისკოს წარმატებაში ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად შეამჩნია მისი თამაში ხუთი წლის წინ. "პირველივე ნახვის შემდეგ ვიცოდი , რომ მას ნებისმიერ წამყვან კლუბში შეეძლო თავისუფლად თამაში. ეჭვგარეშეა, რომ ის "მადრიდის რეალისთვის" ძალიან კარგი შენაძენია."

ფერნანდესი არის ადამიანი , რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ისკო და ასევე ესაა ადამიანი, რომლის წყალობითაც ორი წლის წინ ისკო "ვალენსიადან" სახლში "მალაგაში" დაბრუნდა. ფერნანდესი ნებისმიერზე უკეთ იცნობს ისკოს და ის დარწმუნებულია, რომ მას უდიდესი წარმატება ელოდება "მადრიდის რეალში": "ისკოს ყველაფერი აქვს "მადრიდის რეალში" დიდებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის. მას შეუძლია უფრო მეტი სიახლის, სანახაობის და ცოცხალი იდეების მოტანა კლუბში. მას შეუძლია კლუბს დახმარება გაუწიოს, მოუტანოს უფრო მეტი ფანტაზიის უნარი, როცა ეს დასჭირდება."

"მას აქვს ყველაფერი წარმატებისთვის, მაგრამ მომთმენნი უნდა ვიყოთ, ვინაიდან ის საკმაოდ ახალგაზრდაა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ითამაშებს ახალი მწვრთნელი. მანუელ პელეგრინი მას ძალიან დაეხმარა და როგორც ეხლა ჩანს, კარლო ანჩელოტის თამაშის სტილიც ძალიან მოხერხებული იქნება ისკოსთვის." dle 10.1

  • shvela
  • 4 ივლისი 2013
  • 1368
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)