დონ ალფრედო იუბილარია

დღეს, მადრიდის "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო, დაბადებიდან 87-ე წელს აღნიშნავს.


დონ ალფრედო 1926 წლის 4 ივლისს, არგენტინის ქალაქ ბარაკასში მოევლინა სამყაროს.მან სწორედ სამშობლოში გაითქვა სახელი და შემდეგ "რეალთან" ერთად, ევროპული მწვერვალები დაიპყრო.ალბათ, უდავოა, რომ დი სტეფანოს დროინდელი "ბლანკოსი" მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბია.

არგენტინელმა 11 სეზონი გაატარა მადრიდის მაისურში.ამ პერიოდში განმავლობაში 396 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მიითვალა 308 გოლი.გუნდს 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის, 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატის, საერთაშორისო თასის, ესპანეთის თასისა და 2-ჯერ ლათინო თასის მოპოვებაში დაეხმარა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს, ორჯერ გადაეცა "ოქროს ბურთი," ხოლო 1989 წელს, "ფრანს ფუტბოლმა" გაითვალისწინა რა მისი ბრწყინვალე კარიერა და ალფრედოს "სუპერ ოქროს ბურთი" უსახსოვრა.

მის კარიერაში ასევე გახლდათ შემდეგი კლუბები: "რივერ პლეიტი," "ურაკანი," "მილიონარიოსი," და "ესპანიოლი."

აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ალფრედო მადრიდულ გრანდს სათავეში ედგა, როგორც მწვრთნელი, თუმცა სერიოზული მიღწევები არ დაფიქსირებულა.

ყოველივე ამასთან ერთად, დი სტეფანო "რეალის" საპატიო პრეზიდენტის პოსტს იკავებს."ბლანკოსის" მეორე გუნდის საშინაო არენა კი, მის სახელს ატარებს.

ქართველი მადრიდისტების სახელით, მინდა მივულოცა დიად ადამიანს 87-ე იუბილე.უწინარეს ყოვლისა, ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჰალა ალფრედო !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)