პერესი: „ისკომ საუკეთესო კლუბი აირჩია“

ისკოს წარდგენის ცერემონიაზე, ფლორენტინო პრესი სიტყვით გამოვიდა.


„ისკოს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში აირჩია გადმოსვლა.ის მადრიდში უნიკალურ ფეხბურთელებს შეხვდება.კლუბის ამჟამინდელი გასახდელი, საუკეთესო ჩემი პრეზიდენტობის კარიერაში.“

„გუნდში დიდებული მოთამაშეები ირიცხებიან, თუმცა ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ფეხბურთელი, რომლებიც დაგვეხმარებიან სპორტული პროექტების განხორციელებაში.ჩვენ საუკეთესოები მოგვყავს, რომლებიც მალევე იპყრობენ ქომაგების გულებს.ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან კლუბის ამოცანებს.სწორედ ამიტომაც, დღეს აქ იმყოფება ისკო.“

„21 წლის ასაკში, ისკომ საოცარი შექოქმედების უნარი გამოავლინა და ამით მოგვხიბლა ყველანი.მან ჩინებული სეზონი ჩაატარა, როგორც „მალაგაში,“ ასევე ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში.მოიგო Golden Boy 2012, რაც დამეთანხმებით, მისი წლოვანების ბიჭებში საკმაოდ სერიოზული მიღწევაა.ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.ვგონებ, ის სრულიად მადრიდიზმს აღაფრთოვანებს.“

შემდეგ პრეზიდენმტა ფეხბურთელს მიმართა: „შენ გადმოხვედი გუნდში, სადაც სიტყვა „შეუძლებელის“ მნიშვნელობა არ იციან.აქ, მაღალი მოთხოვნებია, თუმცა ამასთანავე იცოდე, რომ კლუბი ყოველთვის გვერდში დაგიდგება.ჩვენ გვჯერა შენი ნიჭისა და შესაძლებლობების.“

as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)