ისკოს 23 ნომრიანი მაისური ერგო

ეს-ესაა დასრულდა ისკოს წარდგინება "მადრიდის რეალის" ფეხბურთელად. ისკოს "სამეფო კლუბში" 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.


ფლორენტინო პერესი:

"ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო კარლო ანჩელოტი, ეხლა კი უკვე დროა , რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო გავაგრძელოთ ჩვენი კლუბის გაძლიერება, ვინაიდან , როგორც ჩვენმა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა და აღნიშნა პრეზენტაციის დღეს, "მადრიდის რეალმა" სანახაობრივი და აღმაფრთოვანებელი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, სწორედ ამისთვის გვჭირდება გაძლიერება."

"ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც იქნება უმაღლესი დონის პროფესიონალი, იქნება გამარჯვებებისკენ მოწადინებული და ყველაფერს გააკეთებს მადრიდისტების გულის დასაპყრობად, სწორედ ამიტომაც, დღეს თქვენს წინაშეა ისკო."

"ესაა ფხბურთელი, რომელმაც გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი კრეატიულობითა და ფანტაზიორობით. უფრო მეტიც, ის რამოდენიმე ხნის წინ 21 წლამდელების წარმატების მთავარი შემოქმედი იყო და ამიტომაც დაიმსახურა ოქროს ბურთი."

"ყველამ იცით, რომ მას სხვა წინადადებებიც ქონდა, მაგრამ ისკომ ჩვენ აგვირჩია და სწორედ "მადრიდის რეალში" ითამაშებს ის მომდევნო წლების მანძილზე, სწორედ ჩვენ გვერგო ეს უნიკალური ფეხბურთელი."

"ისკო, შენ მოხვედი კლუბში, რომელშიც არ არსებობს და სადაც არ უყვართ სიტყვა შეუძლებელი. შენ აქ მოხვედი წარმატებებისთვის და სწორედ ეს იყო შენი შეძენის დროს უპირველესი მიზანი. ასე რომ, ქალბატონებო და ბატონები, მიესალმეთ "მადრიდის რეალის" ახალ ფეხბურთელს ისკოს."

ისკო:

"პირველ რიგში უდიდესი მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც ძალისხმება არ დაიშურა ჩემს აქ მოსაყვანად. მადლობა ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში მიდგანან. ჩემთვის და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია ისეთ დიდ კლუბში მოსვლა, როგორიც "მადრიდის რეალია". იმედი მაქვს აქ უამრავ ტიტულს მოვიგებთ." dle 10.1

  • shvela
  • 3 ივლისი 2013
  • 1996
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)