ისკო: „არავის შეეპაროს ეჭვი, „რეალისადმი“ ჩემ სიყვარულში“

ისკომ სამეფო კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ფეხბურთელმა მადრიდისტას რანგში, პირველად გამართა პრესკონფერენცია.


ისკო: "მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩემს სანახავად და მხარდასაჭერად სტადიონზე მობრძანდა. მე უდიდეს კლუბში გადმოვედი სათამაშოდ და იმედი მაქვს, რომ "მადრიდის რეალთან" ერთად უდიდეს წარმატებას მივაღწევ."

"მე მქონდა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან, მაგრამ ძალიან რთულია უარის თქმა ისეთი კლუბისთვის, როგორიც "მადრიდის რეალია". მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების და შესაბამისად მწამს, რომ აქ ჩემს ადგილს დავიმკვიდრებ."

"ისეთი უდიდესი კონკურენციის ფონზე, რომელიც კლუბში არსებობს ადგილის მოპოვება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ ამაზე არ ფიქრობ და ამის არ გჯერა, მაშინ ძნელია საკუტარი ადგილის დამკვიდრება და წარმატებების მიღწევა."

"მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა როლი მოვირგო მოედანზე, ამიტომაც ამ მხრივ ჩემთვის პრობლემები არ იქნება."

"მე აქ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გადმოვედი. ის , რომ მე დღეს აქ ვარ, ნიშნავს იმას, რომ კლუბმა დიდი ძალისხმევა გაიღო ამისთვის და კლუბს სურდა ჩემი აქ ხილვა. მხოლოდ ის ზეწოლა მაქვს, რომ ტიტულები უნდა მოვიგო და მოვაგებინო კლუბს , სხვა დანარჩენი ვაპირებ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო და სიამოვნება მივანიჭო გულშემატკივრებს."

"მე აქ მოვედი ამ კლუბისადმი უდიდესი პატივისცემით განმსჭვალული და მე მინდა , რომ მოედანზე თამაშით დავიმსახურო გულშემატკივრების მხრიდან ნდობა და იმის უფლება, რომ ვაკოცო "მადრიდის რეალის" გერბს."

"მადრიდის რეალის" მხრიდან არსებული შემოთავაზება არ იყო ხელიდან გასაშვები, იმიტომ რომ მე თავს მზად ვგრძნობ ამ გამოწვევისთვის. რაც შეეხება ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, თუ სწორად ვიმუშავებ და ბევრს ვიშრომებ, იმედი მაქვს განაცხადში მოვხვდები და მექნება საშუალება ვითამაშო იქ."

"სხვადასხვა მწვრთნელი ყოველთვის განსხვავებულად თამაშობს და ათამაშებს გუნდს. "მადრიდის რეალის" თამაში მუდამ სანახაობრივი და კარგი საყურებელია. ის მუდამ ბევრ გოლს იტანს და ეს სიამოვნებას ანიჭებს გულშემატკივრებს."

"რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით ვიმუშავებდი პელეგრინისთან, მაგრამ როდესაც ვნახე შემოთავაზება "მადრიდის რეალიდან" , არც კი დავფიქრებულვარ, ეს ის შემთხვევაა, როცა ორი აზრი არ არსებობს."

"მე თავიდან "მალაგაში" ვიყავი, ეხლა "მადრიდის რეალში" ვარ და შესაბამისად მომავალში მადრიდისტა ვიქნები. არავის არ შეეპაროს ეჭვი ჩემს სიყვარულში "მადრიდის რეალის" მისამართით."

"მე მყავს კიდევ ერთი ძაღლი, რომელსაც ფიგუ ქვია."

"მე დიდი ხანი არ მისაუბრია პელეგრინთან, მაგრამ ვიცი, რომ ის დიდი სიყავრულითაა განმსჭვალული "მადრიდის რეალის" მისამართით. რაც შეეხება ძაღლს, არ ვაპირებ მას სახელი შევუცვალო, ვინაიდან ასე რომ მოვიქცე, მერე არ მომისმენენ და არ დამიჯერებენ."

"სულაც არ ვარ დაძაბული ამ ნომრის გამო. ყველამ კარგად ვიცით, თუ რას წარმოადგენდა დევიდ ბექჰემი, მაგრამ მე ეს ნომერი იმიტომ ავიღე, რომ ჩემი ძმა სწორედ ამ დღესაა დაბადებული."

"მადრიდის რეალის" იმიჯი მუდამ მაღალი იყო, ამიტომაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს გამოკითხვა სწორია და რეალობას ასახავს."

"კარგი კლუბის შესაქმნელად აუცილებელია კონკურენცია და სწორედ ეს ხდება ამ კლუბში და სწორედ ამ კონკურენციის გამო მოვედი მე აქ. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად."

"ვინაიდან მე ახალგაზრდა ვარ, მესაჭიროება ბევრი რამის სწავლა. ვაპირებ ეს გაკვეთილები აქ მყოფი უდიდესი ფეხბურთელებისგან მივიღო და შესაბამისად დღითი დღე უფრო და უფრო გავძლიერდე."

"როგორც წეღან ვთქვი, მე აქ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად მოვედი, ამიტომაც იმედი მაქვს ეს გამომივა."

"ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ისეთი ფეხბურთელი , როგორიც ზიდანია, დიანტერესებულია შენით, მაგრამ მე ასევე მინდა ვთქვა, რომ აქ ვარ იმიტომ, რომ აქ მინდოდა თამაში."

"სავსებით ნორმალურია, როცა ისეთი კლუბი, როგორიც "მადრიდის რეალია" დაინტერესებულია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებით. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები კი სწორედ ასეთი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული."

"სიმართლეა, რომ მე უამრავი შემოთავაზებები მქონდა ევროპის სხვადასხვა კლუბების მხრიდან, მაგრამ მე აქ თამასი მინდოდა."

"მორატა ჩემთან ერთად იყო ოთახში 21 წლამდელთა თამაშების დროს და აქაურობაზე მუდამ აღმატებით ხარისხში საუბრობდა, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მასზე არავის არ უმოქმედია, ვინადან სწორედ მე მსურდა აქ თამაში."

"მადრიდის რეალმა" მუდამ კარგი და სანახაობრიცი ფეხბურთი უდნა აჩვენოს და ტიტულები ასე უნდა მოიპოვოს."

იხილეთ, ისკოს პრეზენტაციის ვიდეო-მასალა dle 10.1

  • shvela
  • 3 ივლისი 2013
  • 5110
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)