მარაკანა ფინალის მოლოდინში

დღეს თბილისის დორით 02:00 საათზე გაიმართება კონფედერაციის ფინალური მატჩი ეპსანეთისა და ბრაზილიის მონაწილეობით, მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ მოედანზე, მარაკანაზე.


მატჩისთვის სამზადისი დაწყებულია. მებაღეები ბალახს რწყავენ.
თუ ესპანელები გაიმარჯვებენ, ისინინ გაიმეორებენ ბრაზილიისა და საფრანგეთის შედეგს, როცა ერთმა გუნდმა ზედიზედ მოიგო, კონტინენტის, მსოფლიოს და კონფედერაციის თასები. ეპსანეთი და ბრაზილია სულ რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქდან 4 მატჩი ყვითლებმა მოიგეს, 2 ფრედ დამთავრდა და ორიც ფურია როხას წარმომადგენლებმა.
ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბრაზილიაში. პირველად 07.13.1950. ეს მატჩი მარაკანაზე გაიმართა და მასპინძლებმა 6-1 მოიგეს. მათი მეორე შეხვედრა მოხდა 07/08/1981 და კვლავ სამხრეთ ამერიკელებმა იმარჯვეს ანგარიშით 1-0.
ესპანეთი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც შორეულ 05/27/1934 ბრაზილიელები გამოთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს, როცა ნახევარკუნძულელებმა 3-1 გაიმარჯვეს. 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია ჯგუფში ჩარჩა, მათ იუგოსლავიის და ბოლივიის წინააღმდეგ უწევდათ თამაში.

მარაკანა ფინალის მოლოდინში


დღევანდელი ფორმაციის ესპანეთი და ბრაზილიის ნაკრები დიდი ხანია არ შეხვედრიან ერთმანეთს. დელ ბოსკეს შეგირდებმა ბოლო 76 მატჩში ყველა მსოფლიოს ჩემპიონი სძლიეს გარდა ბრაზილიისა. ურუგვაი, იტალია, გერმანია, ინგლისი, არგენტინა, საფრანგეთი.
ესპანელებმა თავიანთი ისტორიის მანძილზე სულ 12 ფინალი ითამაშეს. ბრაზილიელებმა 103 მატჩი ჩაატარეს მარაკანაზე და აქედან 74-ში იმარჯვეს, 23 ფრედ ითამაშეს და ექვსჯერ დამარცხდნენ. 251 გოლი გაიტანეს და 76 გაუშვეს.
სამხრეთ ამერიკელები სულ 44 ჯერ შეხვდნენ მარაკანაზე ევროპელებს.(41 მატჩი აქედან იყო ამხანაგური, 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე ). მათ 29-ჯერ იმარჯვეს, 13 ფრედ ითამაშეს და ორჯერ დამარცხდნენ. ის ორი გუნდი, რომელმაც მარაკანაზე ბრაზილია სძლია არის: ლეგენდარული იუგოსლავია 08/05/1956 და ინგლისი 6/10/1984 .


ყვითლები მშობლიურ ქვეყანაში ყოველთვის ფავორიტები არიან. 89 ჩატარებული ოფიციალური მატჩიდან მათ 64 მოიგეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.



არცერთ ევროპულ გუნდს, სამხრეთ ამერიკაში არანაირი ტურნირი არ მოუგია.
სულ 25 ფეხბურთელს აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი, კონტინენტის ჩემპიონატი და კონფედერაციის თასი, აქედან 13 ბრაზილიელია: ადლაირი, რობერტო, კაფუ, დენილსონი, დუნგა, ჟილბერტო სილვა, კლებერსონი, ლეონარდომ რივარდო, რობერტო კარლოსი, რომარიო, რონალდინიო და რონალდო. თერთმეტი ფრანგია, ორი ურუგვაელი. თუ ესპანეთი მოიგებს კონფედერაციის თასს, ამ შემთხვევაში 18 ესპანელი შეუერთდება ამ 25, რომელსაც მოგებული აქვს ფაქტიურად ყველა ტიტული სანაკრებო დონეზე.
და ბოლოს, გამოწვევა დელ ბოსკესათვის. ზაგალო და პარეირა ის ორი მწვრთნელია, რომლებმაც შეძლეს და მოიგეს მსოფლიოს, ევროპის/ამერიკის, კონფედერაციის თასები. ბოსკეს აქვს შანსი შეუერთდეს მათ რიცხვს.
დაველოდოთ ამ საოცარ სანახაობას, ბრაზილიელების შესანიშნავი თაობა დაუპირისპირდება გამოცდილ ესპანელებს, რომლებსაც ეს თასი სწყურიათ.


მარაკანა ფინალის მოლოდინში




მარაკანა ფინალის მოლოდინში

მარაკანა ფინალის მოლოდინში
dle 10.1

  • Stifler
  • 30 ივნისი 2013
  • 4001
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)