ისკო ზიდანმა დაარწმუნა

ესპანურ პრესაში ვარაუდობენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, ისკოს გამადრიდელების საკითხი, ოფიციალურად გახმაურდება.


როგორც „მარკა“ იტყობინება, ევროპის 21 წლამდელთა პირველობაზე მოკაშკაშე ესპანელი ჭაბუკი, სწორედ ზინედინ ზიდანმა დაარწმუნა იმაში, რომ მისთვის „რეალში“ გადასვლა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე „სიტიში.“

ნიშანდობლივია, რომ ისკოს დათანხმება არცთუ ისე იოლი იყო, რამეთუ ფეხბურთელს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა მანჩესტერულ კლუბში კარიერის გაგრძელება.როგორც იცით, „ქალაქელები“ ახალგაზრდა შემტევის ყოფილმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ჩაიბარა.ჩილელ სპეციალისტს ეგონა, თავი ქუდში ჰქონდა შეყოფილი, თუმცა ზიდანის ფაქტორმა, სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

სანამ უშუალოდ ფეხბურთელთან გაიმართებოდა მოლაპარაკებები, საფრანგეთის ლეგენდამ, ჯერ ფლორენტინო პერესი დაარწმუნა, რომ ისკოს გუნდში მოყვანა აუცილებელი იყო.პრეზიდენტის აზრით, შემადგენლობაში ბევრი ნახევარმცველი ირიცხებოდა და ესპანელის მოსვლის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მაგრამ საბოლოოდ, ზიდანის სასიკეთოდ გადაწყდა ყველაფერი.

როგორც ჩანს, ზიზუ ისკოში დიდ პოტენციალს ხედავს, რაც სამომავლოდ „რეალს“ ძალიან გამოდგება.

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)