ხუთივე მადრიდისტა ნახევარფინალში

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციის თასზე სამეფო კლუბის 5 წარმომადგენელი ასპარეზობს. სასიხარულოა, რომ ხუთივე მათგანმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა...


დავიწყოთ "ფურია როხათი", დელ ბოსკეს შეგირდებმა ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ დასძლიეს და სამივე შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს. პირველ მატჩში ურუგვაი 2-1 დაამრცხეს, მართალია სხვაობა ერთ ბურთიანი გახლდათ, თუმცა პირენეელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. მეორე შეხვედრაში ესპანელებმა ტაიტის ნაკრებს კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და არასაფეხბურთო ანგარიშით 10-0 მოუგეს. ჯგუფის ბოლო ტურში კი, ასევე იოლადვე დაამრცხეს ნიგერია 3-0 და 100%-იანი შედეგით პირველი ადგილი დაიკავეს. ესპანეთი ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 27 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ფურია როხას"ღირსებას 4 მადრიდისტა იცავს: კასილიასი, არბელოა, ალბიოლი და რამოსი. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანს მიეცა თამაშის საშუალება.

ესპანეთის მსგავსად, ბრაზილიამაც ერთი ამოსუნთქვით გაიარა ჯგუფური ეტაპი და სამივე შეხვედრა საკმაოდ იოლად მოიგო. გამოსაყოფია მარსელოს თამაში, რომელიც სამივე მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სკოლარის შეგირდება პირველ შეხვედრაში 3-0 იაპონიას სძლიეს, შემდგომ 2-0 მექსიკა დაამრცხეს, ხოლო ბოლო ტურში ტრადიციულ და ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს იტალიას 4-2 მოუგეს. "პენტაკამპეონები" ნახევარფინალურ დაპირისპირებას ურუგვაისთან 26 ივნისს გამართავენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)