რელანო: კაკა თავის ფუნქციებს უკვე კარგად ითავსებს

ფეხბურთის ექსპერტმა ალფრედო რელანომ, რომელიც მიმოიხილავს ხოლმე ესპანური კლუბების თამაშს, კომენტარი გააკეთა მადრიდის რეალსა და რიკარდო კაკაზე. მისი თქმით კაკა თავიდან ვერ ითავსებდა იმ ფუნქციებს , რომელიც უნდა შეეთავსებინა მაგრამ ამჟამად ბრაზილიელი გაცილებით უკეთ აკეთებს თავის საქმეს და დიდ დახმარებას უწევს სამეფო კლუბს...


,,კაკა ძალიან არასტაბილური იყო, მას ჰქონდა რამდენიმე ცუდი მომენტი მადრიდის რეალში, ბრაზილიელი მართლაც ვერ იდგა სათანადო დონეზე მაგრამ გავიდა გარკვეული დრო და აშკარად ჩანს, რომ რიკარდოს თამაში გაცილებით უკეთესი გახდა".

,,მთელი თამაში მისი ხელმძღვანელობით მიდის, ძალიან მომწონს რიკარდოსა და ხაბი ალონსოს დუეტი, ისინი ერთმანეთს უკვე კარგად უგებენ და აქვთ შანსი იმისა, რომ შექმნან საუკეთესო ნახევარდაცვის რგოლი, სამეფო კლუბში ბევრი ახალი ფეხბურთელი იქნა მიწვეული და რა თქმა უნდა დრო ყველაფერს სჭირდება, ხაბი და კაკა აშკარად ეწყობიან ერთმანეთს და სწორედ ეს იქნება ,,ბლანკოსის" დასაყრდენი.

,,კრისტიანო რონალდოს არყოფნაში რეალს მართლაც ჰქონდა პრობლემები მაგრამ მანუელ პელეგრინი მიხვდა, რომ მთელი გუნდი რონალდო არ არის და მის გარეშეც უნდა იყოს შესაძლებელი ,,ბლანკოსის" ძალიან კარგად თამაში და გამარჯვების მოპოვება".

,,საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ რეალის საქმეები ნელ-ნელა კარგად მიდის და ამაში მთავარი "დამნაშავე" სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელია, ის აწყობს მთელი გუნდის თამაშს და მის გარეშე რეალის კარგი თამაში წარმოუდგენელი ხდება" dle 10.1

  • Hala
  • 8 ნოემბერი 2009
  • 2617
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)