ცნობილი მადრიდისტების კითხვები პერესს

სამეფო კლუბის ცნობილმა ქომაგებმა, ფლორენტინო პერესს საინტერესო კითხვები დაუსვეს.


- რაფაელ ნადალი (ჩოგბურთელი): "ვინ იქნება "რეალის" მომავალი მწვრთნელი?"
- პერესი: "უწინარეს ყოვლისა, ნება მიბოძე, მოგილოცო "როლან გაროსის" მოგება.მხოლოდ დიდებული ჩემპიონები იგებენ დიდი მუზარადის ტურნირს 8-ჯერ და სწორედ შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი."
- პერესი: "ვიცი, რომ ძალზედ განინტერესებს მომავალი დამრიგებლის ვინაობა და წუხხარ ამაზე.ჩვენ მოთმინება გვმართებს, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.მომავალი მწვრთნელი ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც ფსიქოლოგიური ასპექტითაც ძალზედ წაადგება გუნდს.მოგეხსენება, გუნდში 25 მოთამაშე ირირცხება და მათი განწყობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია."

- ალბერტო კონტადორ (ველომრბოლელი): "სამომავლოდ, ველო სპორტში ხომ არ აპირებთ გუნდის გაკეთებას?"
- პერესი: "არ მინდა მოგატყუო და გეტყვი, რომ ამ მიმართულებით მუშაობას არ ვაპირებთ, რამეთუ საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს.ამ ეტაპზე, სამეფო კლუბში სპორტის 2 სახეობა არის პრიორიტეტულა და ჩვენ მათ გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.რაც შეეხება ველო-სპორტს, იქ შენ ხარ ჩვენი წარმომადგენელი, რამეთუ ვიცით, რომ თითოეული შენი გამარჯვება, მადრიდის "რეალს" ეკუთვნის."

- ფერნანდო ალონსო (ფორმულა 1): "რა ხდება, ფეხბურთელების შეძენის პროცესში?"
- პერესი: "ყოველთვის ვამბობ, რომ შენი მანქანა ფერარი, "რეალივითაა."ყოველთვის ვერ იგებს ტურნირს, მაგრამ ყოველთვს მოწოდების სიმაღლეზეა.თუ ვინმე გვკითხავს სასურველი მანქანის შესახებ, ჩვენ ვუპასუხებთ ფერარის, ხოლო სასურველი კლუბის შესახებ - "რეალს."გილოცავ, გუშინდელ ჩემპიონატში მეორე ადგილს.იმედი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდები."
"რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე დიდი შენაძენების მოყვარული ვარ.რონალდოს, ბენზემას, ზიდანის, ფიგუს და ა.შ. გუნდში მოყვანა ადვილია, რამეთუ ისინი პრესტიჟულები არიან.გაცილებით რთულია ფული გადაიხადო და კონტრაქტი გაუფორმო მოთამაშეს, რომელსაც ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს."

- სერხიო გარსია (გოლფის მოთამაშე): "ს.კ. "ბორიოლისთვის," რომელიმე მოთამაშეს იჯარით ვერ მომცემდით?
- პერესი: "ჩვენ ვასხვისებთ ფეხბურთელებს, რამეთუ ისინი განვითარდნენ ისეთ კლუბში, სადაც ნაკლები ზეწოლაა.საუკეთესო მაგალითია დანი კარვახალი.ის გავუშვით იმ გეგმით, რომ 2 წლის შემდეგ ისევ ჩვენთან დავაბრუნებდით, თუმცა მისცა წარმატებულმა თამაშმა, 1 წლის თავზე დაგვარეკინა მცველთან.რამონ მარტინეს ვკითხავ, თუ არის შესაძლებლობა, რომ თქვენთან გამოვუშვათ ფეხბურთელი."

- ბრიგიტე იაგუეა (კარატე-ტაეკვანდო): "ახალი სეზონის დაწყებამდე, რონალდუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებთ?"
- პერესი: "ჩვენ ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მეტიც, გვინდა, რომ რონალდუმ ჩვენთან დაასრულოს კარიერა.ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის."

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)