მორატა ზიდანის სიაში ჩაეწერა

მორატა ზიდანის გულის მოგებას ცდილობს.


ალვარო მორატა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზიდანის გუნდში მოხვდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს და ამის დამტკიცებას ყველგან შეძლებს. ამ ყველაფერს კი ის მოწმობს, რომ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე მორატა ორჯერ შემოვიდა შეცვლაზე, განახორციელა ორი დარტყმა, და გაიტანა ორი გოლი, რაც ბრწყინვალე შედეგია.

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მორატას დებიუტი შედგა მადრიდის "რეალში". მან ძალიან დიდი გზა გაიარა და უკვე ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ლიდერი გახდა. ალვაროს შრომა დაუფასდა და ახლა მისი მთავარი მიზანი სამეფო კლუბის "ღირსეულ მოთამაშეთა" სიაში ჩაეწეროს.

ესპანელები უკვე ნახევარფინალში გავიდნენ, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მორატას მიუძღვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალგაზრდა მადრიდელი ორივე შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და ორი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში მან სტადიონზე 47 წუთი გაატარა (ორ მატჩში). ფაქტია, რომ ალვაროს შეუძლია 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

როგორც იცით, სამეფო კლუბი ცენტრ ფორვარდის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია სხვადასხვა მოთამაშეზე, რომლებიც თავიანთ გუნდებში შესანიშნავად ასპარეზობდნენ გასულ სეზონში. მორატას კარგმა თამაშმა კი ზიდანი დააფიქრა და შესაძლოა მომავალი სეზონიდან მეორე ფორვარდის ადგილი სწორედ ალვარომ დაიკავოს. dle 10.1

  • Junior
  • 11 ივნისი 2013
  • 2573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)