ჩავი :''გალაკტიკოსი საუკეთესოა ისტორიაში''

ჩავი ერნანდესმა ინტერვიუ მისცა, სადაც მან ისაუბრა, რომ მადრიდის ''რეალის'' რანგის გუნდი არ უნდა თამაშობდეს დაცვით ფეხბურთს. მან გააკრიტიკა ჟოზე მაურინიოს ფილოსოფია.


''არ მინდა, რომ მუდამ მაურინიოს კრიტიკოსად გამოვდიოდე, თუმცა ფაქტია, რომ მე მისი სტილი არ მომწონს. ''რეალის'' დონის გრანდს ჩაკეტილ ფეხბურთს არ უნდა ათამაშებდე. ავიღოთ გალაკტიკოსი, რომელიც ზიდანისგან, კარლოსისგან და მრავალი სხვა დიდებული ფეხბურთელისგან შედგებოდა. ეს იყო გასაოცარი კოლექტივი, ისინი ყველა ასპექტში დომინირებდნენ და ვაღიარებ, რომ საუკეთესონიც არიან ისტორიაში. ასევე აღსანიშნავია ბუტრეს ხუთეული, დიდებული გუნდი, თავიანთი სათამაშო ფილოსოფიით.''

ჩავიმ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელ ''რეალს'' იმ დიდებული გუნდისგან არანაირი მემკვიდრეობა ერგო და მაურინიომ ყველაფერი მოსპო გუნდში.
კატალონიელმა ირონიულად უპასუხა იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ ''ბარსას'' ციკლი დასრულდა. ხავი თვლის, რომ კატალონიურ გრანდს ყველაფერი წინ აქვს და ჯერ კიდევ შესწევს დიდების მწვერვალების დაპყრობა.

''მე არ ვაპირებ ჯერ კარიერის დასრულებას, 3-4 წელი''- საუბრის ბოლოს დასძინა ჩავიმ.



http://futbol.as.com/
dle 10.1

  • Stifler
  • 9 ივნისი 2013
  • 4291
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)