ჟოზე ლუკას არ ეშვება

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო ლონდონის ჩელსის ჩაუდგა სათავეში, პორტუგალიელი სპეციალისტი რამდენიმე ძირეული ცვლილების განხორციელებას გეგმავს, მას სჭირდება ახალი ფეხბურთელები იმისათვის, რომ პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლოს...


ლონდონური პრესა აჭრელებულია ინფორმაციებით იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლუკა მოდრიჩის შეძენაა, რომელიც ამ ეტაპზე მადრიდის რეალის ღირსებას იცავს და 1 წელი ჟოზესთან ერთად იმუშავა, ეს დრო საკმარისი იყო მოურინიოსთვის , რათა გაეგო ხორვატი ნახევარმცველის მონაცემები.

აბრამოვიჩი მზად არის ფლორენტინო პერესს შეხვდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს, რადგან ჟოზე დაჟინებით მოითხოვს ლუკას ლონდონში გადაბარგებას.

სავარაუდო თანხა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ლუკას სანაცვლოდ გადაიხდის 47 მილიონ ევროს შეადგენს, ამის შემდეგ კი ჯერი სამეფო კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოზე დადგება.

თავად ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია, რომ მადრიდის რეალში კიდევ რამდენიმე წლის აპირებს დარჩენას და სხვადასხვა ტიტულის მოგებას. dle 10.1

  • Hala
  • 5 ივნისი 2013
  • 1666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)