მაკელელე : "რეალში უნდა დაინიშნოს შემტევი სტილის მწვრთნელი"

მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდების მატჩი დასრულდა (1-2), კლოდ მაკელელემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბს სათავეში აუცილებლად უნდა ჩაუდგეს შემტევი სტილის მწვრთნელი...


"მერწმუნეთ ჟოზე მოურინიო არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი და მას ნამდვილად ნომერ პირველ ტაქტიკოსად მივიჩნევ, მაგრმა ყველამ კარგად დავინახეთ, რომ მან 3 წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეძლო ლა ლიგის მოგება, ბარსელონასთან ნამდვილი ფიასკო განიცადა და ჩემპიონთა ლიგაში მისი მაქსიმუმი მხოლოდ 1/2 დაფიქსირდა, რაც "ბლანკოსის" გულშემატკივრებისათვის ნამდვილად არ არის მისაღები შედეგი, ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის და სამეფო კლუბის ფილოსოფია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება."

"დედაქალაქურ კლუბს სჭირდება იმ სტილის მწვრთნელი, რომელიც თეთრებს შემტევ ელფერს დაუბრუნებს, ვერავინ იტყვის, რომ ჟოზე დროს გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, პირიქით გუნდი მუდმივად უტევდა და გოლებზე იყო ორიენტირებული, რაც თითო სეზონში 100-ზე მეტი გოლის გატანით გამოიხატება, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც "ბლანკოსს" სჭირდებოდა. მე პირადად 1 ფორვარდით თამაშს ყოველთვის ვაკრიტიკებდი ისეთი გუნდში, როგორიც მადრიდის "რეალია" , აქ ყოველთვის ორი წინახაზებული ემუქრებოდა მეტოქის კარს."

"მერწმუნეთ, სამეფო კლუბს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც უდიდეს აქცენტს გააკეთებს შეტევაზე და კომბინაციურ თამაშზე, სწორედ ეს იქნება გუნდის საბოლოო წარმატების საფუძველი. ვგონებ, შეტევითი ფილოსოფიის შემთხვევაში "ბლანკოსს" აქვს ის რესურსი, რომელიც საბოლოო წარმატებამდე მიიყვანს." dle 10.1

  • Hala
  • 3 ივნისი 2013
  • 1960
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)