შესაძლოა კანალესი დაბრუნდეს

სერხიო კანალესი შესაძლოა მადრიდის რეალში დაბრუნდეს. კარლო ანჩელოტი 22 წლის ნახევარმცველს ერთ-ერთ ღირებულ დანამატად განიხილავს, რომელიც გააძლიერებს მადრიდის რეალის შემადგენლობებს.


მართალია ჯერ პსჟ-ს ოფიციალურად ჯერ არ გაუშვია ანჩელოტი, მაგრამ თავად მწვრთნელი უკვე განწყობილია მადრიდში გადასაბარგებლად და ეძებს ფეხბურთელებს, რომლებიც გააძლიერებენ შემადგენლობას. იტალიელი სპეციალისტი ცნობიალია იმით, რომ უყვარს ფეხბურთელების როტაცია, რაც საშუალებას აძლევს ყველა ფეხბურთელმა შეძლებისდაგვარად თანაბრად მიიღოს სათამაშო დრო და შეინარჩუნოს ფორმა, ამიტომ მას სჭირდება მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებიც კარგად მოერგებიან გუნდს. ერთ-ერთი მათგანი სერხიო კანალესია, რომელიც 3 წლის წინ მადრიდის რეალში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში გადაბარგდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა და ვალენსიაში წავიდა. ანჩელოტის პირველი შენაძენი სწორედ ესპანელი ნახევარმცველი იქნება.

კარლოს მისი გადაბირება ჯერ კიდევ 2010 წელს სურდა, როდესაც ის ჩელსის მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ მაშინ ახალგაზრდამ სამეფო კლუბი არჩია. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამეს, მაგრამ ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ კრეატიული ნახევარმცველი ისევ ათამაშდება უმაღლეს დონეზე და მოიპოვებს ადგილს ბლანკოსის ძირითად შემადგენლობაში.

სერხიოს ვალენსიასთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 61 მლნ. ევროს შეადგენს, თუმცა მისი კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მადრიდის რეალს მისი გამოსყიდვის უფლება 12 მლნ. ევროდ აქვს.

გასულ სეზონში კანალესმა მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)