ინგლისური კლუბები ბეილში 80 მილიონ გირვანქას იხდიან

გარეტ ბეილისთვის ბრძოლაში ლონდონის ''ჩელსი'', ''მანჩესტერი'' და ''სიტი'' ჩაებნენ. ისინი მზად არიან დახარჯონ 80 მილიონი გირვანქა მის სანაცვლოდ. არადა უელსელს მადრიდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.


ლონდონის ''ტოტენჰემს'' მაგიდაზე უკვე უდევს ''რეალის'' £60 მილიონიანი შეთავაზება, თუმცა ესპანელთათვის არც ისეთი ადვილი იქნება გარეტის შეძენა, როგორც წარმოედგინათ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული ტრიო 20 მილიონით მეტს იხდის, ვიდრე ''სამეფო კლუბი''.
საკითხავია, აწყობს თუ არა ''ტოტენჰემს'' მთავარი ვარსკვლავის გაყიდვა კონკურენტ გუნდში.
ყველამ შეიტყო გუშინდელი განცხადება ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტისა, რომელმაც ფეხბურთელის ზრახვები გაამხილა და განაცხადა, რომ თავად გარეტიც დაინტერესებულია ''რეალში'' გადასვლით.
''დეზებს'' კარგად მოეხსენებათ, რომ ბეილს წასვლა სურს, და £170 ,000 კვირაში, ეს ხელფასი უელსელისთვის არც თუ მომხიბვლელია. გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ''რეალი'' მზადაა, ბეილის ტრანსფერსი ჩართოს იგუაინიც, გათვალისწინებით იმისა, რომ ''ტოტენჰემში'' ფორვარდის დეფიციტია.




სამეფო კლუბში ახალი სეზონიდან ტრანსფერებს ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს, რომლის დავალებაცაა უელსელის შეძენა. ჩვენ გვახსოვს ბარნეტის სიტყვები: ''თუ ფლორენტინომ განიზრახა ბეილის შეძენა, ჩვენ მას აუცილებლად მოვუსმენთ, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ იგი ნეიმარზე ძვირი ღირს''. ნეიმარის ფასი კი 50 მილიონამდე მერყეობს.

''ბეილის შეძენა ბევრს სურს, თუმცა ის არ უნდა გახდეს ვინმესთვის გეგმა-ბ, იგი ბევრად სჯობს ნეიმარს''

''ამჟამად ბეილი შვებულებაშია და ცხოვრებით ტკბება, მას სურს, რომ იყოს ბედნიერი'' - განაცხადა აგენტმა.

თავად გასნაჯეთ, რომელი სჯობს. ბრაზილიელი თუ უელსელი








http://www.mirror.co.uk/sport/ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)