სამუდამოდ „თეთრი“ - ფერნანდო მორიენტესი

„თითოეული დიადი ბომბარდირის უკან, დიდებული, შეუფასებელი, წინწაწეული ფორვარდი დგას“ - სწორედ ეს გამონათქვამი შეესაბამება დღევანდელი სტატიის გმირს.


„რეალის“ რიგებში, ფერნანდო მორიენტესმა 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა და 3 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.მის ანგარიშზეა 99 გატანილი გოლი.

შესაძლებელია, ფეხბურთის ახალბედა ქომაგებს, ფერნანდო მორიენტესი, 2004 წლის მოვლენებიდან ახსოვს, როდესაც „მონაკოში“ მოასპარეზე მორო, „ბლანკოსს“ დაუპირისპირდა.ჩ/ლ 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში, მცირე უქმობის შემდეგ, მწვრთნელმა შეცვლაზე ფერნანდო გამოიყვანა, რასაც იაროსლავ პლაშილის ჩაწოდება და ესპანელის თავური დარტყმით გატანილი გოლი მოჰყვა.ფერნანდომ საფრანგეთშიც გაუტანა მადრიდულ გრანდს.მოკლედ, ყველას გვახსოვს როგორ დასრულდა ის სერია, რომელიც უკვე ისტორიაა.

წლების განმავლობაში, ესპანური ფეხბურთი წარმოუდგენელი იყო, რაულისა და მორიენტესის ტანდემის გარეშე.ეს წყვილი, იმ დროისათვის, ნებისმიერ ეროვნულ გუნდს დაამშვენებდა.ფაქტიურად არარსებობდა დაცვითი ხაზი, რომელიც ახალგაზრდა თავდასხმელების დუეტს უწევდა დიდ წინააღმდეგობას.„რეალში“ გადმოსვლის დროს, მორიენტესის კონკურენტები, მიატოვიჩი და შუკერი გახლდათ.ნიჭიერ ფორვარდს, მხოლოდ 12 თვე დასჭირდა იმისათვის, რომ სკამზე დაესვა უფროსი კოლეგები.21 წლის ასაკში, მორომ ინჩასების გული დაიპყრო.

ფერნანდო კასერესში დაიბადა, ექსტრემადურას პროვინცია.ფეხბურთის თამაში „ალბასეტეში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „სარაგოსაში“ გადაბარგდა.ჩვენთვის ცნობილი „ლა რომარედას“ სტადიონი, მომსწრე იყო იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა დღითი-დღე მორიენტესი.2 წლის განმავლობაში, 34 გოლის გატანასთან ერთად, „რეალის“ ბოსების ყურადღების მიქცევა მოახერხა.მადრიდელებს მხოლოდ 6.6 მლნ. გადახდა მოუწიათ ფეხბურთელის დანაცვლოდ.ამ მიზერულ თანხად, „თეთრი“ მაისური მოირგო ბიჭმა, რომელიც მომავალში თანაგუნდელებს, ჩემპიონთა ლიგის მე-6, მე-7 და მე-9 ტიტულების მოგებაში დაეხმარება.მორო, „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირებს შორის, მე-19 ადგილზეა.ახლახან იგუაინმა ჩამოიტოვა ის (ასეთია ფეხბურთი - ავტ.).

სამწუხაროდ, წარმატებული მეგოლის მომავალი, წარუმატებლად წარიმართა.21-ე საუკუნის დასაწყიში, ფლორენტინოს პერესის მოსვლის შემდეგ, კლუბში ძირეული ცვლილებები დაიწყო.„გალაქტიკოსზე“ მეოცნებე პრეზიდენტს, ყოველ წელს სუპერ ვარსკვლავები მოყავდა გუნდში.ჩ/ლ მე-8 ტიტულის შემდეგ, კლუბი ზიდანმა და ფიგუმ შეავსეს.ფლორენტინო ბრაზილიელ რონალდოზე გადაერთო, რომელიც იმ დროს „ინტერში“ გამოდიოდა.

ბუნებრივია, სამხრეთ ამერიკელის გადმობარგების შემდეგ, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში გახლდათ, უფუნქციო გახდებოდა ფერნანდო.ამიტომაც, პერესმა მის გაყიდვაზე დაიწყო ფიქრი.აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი შესაძლებლობებით, ყველაზე მეტად, „ბარსელონა“ იყო დაინტერესებული, მაგრამ პირველ პირს, მოთამაშის პირდაპირი წესით მიყიდვა პრინციპული მეტოქისთვის, არ სურდა.შესაბამისად, მოფიქრებული იქნა გეგმა, რომლის თანახმადაც, ფერნანდოს ჯერ მილანურ „ინტერნაციონალში“ გაუშვებდნენ, საიდანაც უკვე „ბარსა“ წაიყვანდა.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარკვეული მიზეზების გამო, გეგმა ჩაიშალა.მართალია გუნდში მოვიდა რონალდო, მაგრამ არ წასულა მორო.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ერთ საინტერესო დეტალს.2002 წლის ევროპის სუპერ თასის მატჩის წინ (ფეინორდთან), მორიენტესის შესაძლო წასვლით შეწუხებულნი იერო და რაული, პერესს სასტუმროში შეხვდნენ.გუნდის კაპიტნები ცდილობდნენ, პრეზიდენტი დაერწმუნებინათ ფოვარდის პოტენციალში.სოლიდარობის ნიშნით, გონსალესი, ჰოლანდიელების წინააღმდეგ, ორი მაისურით გამოვიდა მწვანე მინდორზე, ანუ თავისი მაისურის შიგნით, მორიენტესის მაისური ეცვა.გოლის გატანის შემთხვევაში, რაული გადაიძრობდა მაისურს, თუმცა სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩავარდა, რამეთულ „ელ კაპიტანოს“ არ გაუტანია.

„ვადასტურებ, რომ პერესს, რაულსა და იეროს შორის ნამდვილად შედგა შეხვედრა.კაპიტნები, როგორც დანარჩენი გუნდი, მე მიჭერდნენ მხარს და ჩემს გაყიდვას ეწინააღმდეგებოდნენ“ - დასძინა რამდენიმე წლის წინ ფერნანდომ.

ასეა თუ ისე, 2003 წლის ზაფხულში, დელ ბოსკესთან, მაკმანამანთან და მაკელელესთან ერთად, მორიენტესსაც მოუწია „ბლანკოსის“ დატოვება.ეს უკანასკნელი იჯარით გადავიდა ფრანგულ „მონაკოში.“საინტერესოა, რომ თანამემამულე მაკელელეს წასვლის შემდეგ, ზიზუმ შემდეგი განაცხადა: „რა აზრი აქვს ბენტლის შეღებვას ოქროსფრად, თუ მის ძრავს დაკარგავ?“

საფრანგეთის გრანდში ფეერიული გამოსვლის შემდეგ, „რეალთან“ მორიენტესი დაიბრუნა.ბევრის აზრით, ქომაგების გულის მოსაგებად გაკეთდა ეს, თუმცა დაბრუნებულ მოროს, რომელიც წინა სეზონში ჩ/ლ საუკეთესო მეგოლე გახდა, რაულის, რონალდოსა და ოუენის ჩრდილში მოუწია ყოფნა.საბოლოოდ, 2005 წელს, ფერნანდო ინგლისში გადაბარგდა, სადაც 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა „ლივერპულში.“სამწუხაროდ, მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტურნირის მე-4 ოქროს მედალს ჩაიწერდა აქტივში.

2008 წელს, მორო ესპანეთში დაბრუნდა და „ვალენსიასთან“ ერთად სამეფო თასის ტიტული მოიგო.3 წლის შემდეგ, მან კვლავ „მონაკოს“ მიაშურა, რომელსაც დეშამი წვრთნიდა.„მარსელის“ დომინირების პირობებში, „წითელ-თეთრები“ მედლების გარეშე დარჩნენ და 34 წლის მორიენტესმაც, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.ესე უფერულად დასრულდა ადამიანის კარიერა, რომელმაც ევროპის 3 ქვეყანაში, ბევრი ქომაგის გული მოიგო.

ამ მომენტისათვის, ჟურნალისტურის საქმიანობის პარალელურად, ფერნანდო „რეალ მადრიდ ხუვენილ ბ“-ს მთავარი მწვრთნელია.მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მადრიდი არასათანადოთ მოექცა მას, ფეხბურთელი მაინც დაბრუნდა სახლში.

ვფიქრობ, სრულიად მადრიდულ სამყაროში, მორო დღესაც დიდი პატივისცემით სარგებლობს.ის არანაკლებ უყვართ, ვიდრე რაული, რამეთუ მრავალი წლის განმავლობაში, ფერნანდომ დაამტკიცა, რომ დიდი მადრიდისტსა.მადლობა მას ყველაფრისათვის! ჰალა მადრიდ ! ჰალა მორიენტეს !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)