პელეგრინი:"რაული კი, გუტი არა"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, გადაჭრით აცხადებს, რომ ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება რაულ გონსალესი, მაგრამ ვერ მოხვდება ხოსე მარია გუტიერესი.


"არავითარი პრობლემები არ არსებობს რაულის მიმართ, მისი ფორმა მაძლევს იმის საფუძველს, რომ იგი დავაყენო ძირითად შემადგენლობაში. მის მიმართ არანაირი შეკითხვები და ლაფსუსები არ შეიმჩნევა თამაშის ხარისხზე, იგი ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს..."

როგორც მოგეხსენებათ, გუტი განაცხადში ვეღარ ხვდება კოპა დელ რეის მატჩის შემდგომ, რაც მადრიდის "რეალმა" დიდი ანგარიშით წააგო "ალკორკონთან". ბევრის აზრით, სწორედ პელეგრინისა და ესპანელ ვეტერანს შორის მომხდარმა კამათმა ჩამოაგდო მათ შორის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ მანუ სულ სხვას აცხადებს.

"გუტიში ფიზიკური პრობლემა არ არსებობს და არც არავითარი კონფლიქტი არ მაქვს. მე მას მივეცი სათამაშო დრო, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა, ანუ ვერ დაგვანახა, რომ იგი კარგ ფორმაშია და იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს."

"ჩემი აზრით, იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია სამეფო კლუბისათვის, მაგრამ არა ამ მომენტში... გარწმუნებთ, რომ როგორც კი ცოტას მოუმატებს თამაშს, იგი აუცილებლად შევა განაცხადში და ძირითად შემადგენლობაშიც. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენს შორის დაძაბულობამ გამოიწვია მისი განაცხადიდან ამოვარდნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადი ცხოვრება სხვა არის და ფეხბურთი სხვა... კიდევ, მე არავის წყენას გულში არ ვიდებ და მალევე ვივიწყებ. მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა, მე გუტისთან არავითარი პრობლემა არ მაქვს და იმედია აღარ დამისვამენ ამ თემაზე შეკითხვებს."


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 7 ნოემბერი 2009
  • 2898
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)