ანჩელოტი: ”არსებობს გარკვეული შანსი, რომ დავრჩე”

კარლო ანჩელოტი თავის მომავალზე.


"მე ”მადრიდის რეალიდან” არავის არ შევხვედრივარ, არც რომელიმე მიმართულების დირექტორსა და არც თავად პრეზიდენტს”-განაცხადა ”პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა L'Equipe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც თავის მომავალზე ისაუბრა, რომელიც ხვალ გადაწყდება, მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფს შეხვდება.

კითხვაზე არსებობს თუ არა რაიმე შანსი, რომ პარიზში დარჩება მომავალ წელსაც, იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ასეთი შანსი არსებობს და შანსები 50/50-ზეა.

”მე აქ თავს კარგად ვგრძნობ და არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ცვლილებები დიდად იზიდავს”-განაცხადა ანჩელოტიმ. ”თქვენ მუდამ ესპანეთზე საუბრობთ. ესპანეთი, ესპანეთი, ესპანეთი... აჩემებული გაქვთ და რატომ არა იტალია?”-განაცხადა სიცილით ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არსებობს საკითხები, რომელიც ხვალ პრეზიდენტთან შეხვედრისას უნდა გაარკვიოს. ”სეზონის მანძილზე ბევრი დიდებული მომენტები იყო, ისევე როგორც არც თუ ისე სახარბიელო მომენტები”, ამიტომაც მას ესაჭიროება მომავალთან დაკავშირებით პრეზიდენტის აზრიც მოისმინოს.

”პირველ რიგში მინდა კლუბს დაველაპარაკო და გავარკვიოთ და გავაანალიზოთ რა მოხდა სეზონის მანძილზე და რა ელოდება ჩემს მომავალს. ჩემი საქმეა კლუბი მოვამზადო კარგად მოედანზე. არ მსურს, რომ კიდევ დამატებითი მოვალეობები მქონდეს, ვინაიდან ვენდობი ლეონარდოს, რომელიც ფანტასტიკური პიროვნებაა”-განაცხადა მან.

”შემიძლია გითხრათ, რომ აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში”

”ყველამ იცის ჩემი სიტუაცია: მაქვს კონტრაქტი ”პსჟ”-სთან. თუ კლუბის დატოვებას მოვინდომებ, მე პირველ რიგში კლუბს უნდა დაველაპარაკო და ეს სავსებით ნორმალურია. მე მუდამ ასე ვიქცეოდი. ასე იყო მაშინაც, როცა ”ჩელსი” პირველად დამიკავშირდა. მაშინ ჩემს უფროსებს დავეკითხე და მათ მითხრეს ”არა , შენ წასვლა არ შეგიძლია”. მეც დავყევი მათ ნებას.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)